23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:19
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:17 / 24-11-2011
"რენო" და "ნისანი" ულტრა იაფ ავტომობილს გამოუშვებენ
მალე "რენო" და "ნისანი" სრულიად ახალი ავტომობილის შექმნას შეუდგებიან, რომელიც ფრანგული კომპანიის უიაფეს მოდელ "ლოგანზე" თითქმის სამჯერ იაფი ეღირება და ის მსოფლიოს უიაფეს ავტომობილ "ტატა ნანოს" გაუწევს კონკურენციას. ამასთან, ის განვითარებად ქვეყნებში - ინდოეთში, ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკაში გაიყიდება.

პროექტს სათავეში "რენოს" ხელმისაწვდომი ავტომობილების დივიზიონის შეფი ჟერარ დეტურბე უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილისათვის სრულიად ახალ პლატფორმას, ძრავებს და ტრანსმისიას შეიმუშავებენ. პროექტში მონწილეობას კი, ფრანგულ-იაპონური ალიანსის გარდა, ინდური კომპანია "ბაჟაჟიც" (ფოტოზე ბაჟაჟ ლაიტი) მიიღებს.

"რენოსა" და "ნისანის" მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონს არაერთხელ უთქვამს, რომ საჭიროა ბაზრის ულტრა იაფი ავტომობილების სეგმენტში შესვლა, რაც მის კომპანიებს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მისცემს. როგორც ცნობილია, ინდური კომპანია "ნანოსთან" დაკავშირებით, ბევრ პრობლემას წააწყდა. უპირველეს ყოვლისა, ვერ ხერხდება ამ პატარა ავტომობილის წარმოების სრული სიმძლავრით ამოქმედება. მაგრამ ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ავტომობილი სხვა ბაზრებზე არ გადის (ამასაც თავისი მიზეზები აქვს). "რენოსა" და "ნისანის" ავტომობილი კი ერთდროულად რამდენიმე დიდ ბაზარზე გაიყიდება.

გონი ამბობს, რომ მისი კომპანიების ახალი ავტომობილი "ნანოზე" ძვირი ეღირება, თუმცა მათ ფასში სხვაობა დიდი არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის ფასი 2.5 დოლარს ასცდება. ავტომობილს ინდოეთში, ქალაქ ჩენაის ქარხანაში გამოუშვებენ, რადგან ეს ქვეყანა მისი ძირითადი ბაზარი უნდა იყოს.

ჩენაის ქარხანა ახალი გახსნილია და მისი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 400 000 ავტომობილია. ამ ქარხანაში ამჟამად "ნისან მიკრას", "რენო ფლუენსს" და "რენო კოლეოსს" აწარმოებენ. იქვე მალე "დაჩია დასტერის" წარმოებას დაიწყებენ.

იხილეთ ბმული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ