კემბრიჯის ინჟინერთა ჯგუფმა ახალი კომპიუტერი შექმნა, რომელიც სიდიდით სიგარეტის კოლოფს არ აღემატება. მისი ფასი 25 დოლარია.დაბალი ფასისა და პატარა ზომების მიუხედავად, კომპიუტერის მონაცემები საშუალო დონისაა. მას შეუძლია სრულმასშტაბიან აპლიკაციებთან მუშაობა, HD- ვიდეოს ჩვენება და ა.შ. ახალ კომპიუტერს Raspberry Pi ქვია.
კემბრიჯის პროფესორისა და პროექტის ხელმძღვანელის, რობერტ მულინსის განცხადებით, ეს კომპიუტერი დაწყებითი კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი, რომელთაც სურთ, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ და მომავალში პროგრამირების სპეციალისტები გამოვიდნენ.
Raspberry Pi მხოლოდ დედა-პლატას მოიცავს, თუმცა მას უერთდება მონიტორი, კლავიატურა და მაუსი.
მომზადებულია zdnet.com-ის მიხედვით.






















