მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეფონის უახლესი მოდელი, რომელიც ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, Apple-ის თანამშრომელმა 2011 წლის ივლისში სან-ფრანცისკოში დაკარგა.დანაკარგის შესახებ ინფორმაცია დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა გამოძიებასთან დაახლოვებულმა პირმა გაამხილა, რომ ტელეფონის დაკარგული პროტოტიპი ჯერ არ უპოვნიათ.
სავარაუდოდ, კორპორაციის თანამშრომელმა iPhone 5 სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ რაიონში ბარში დატოვა.
პოლიციამ დაკარგული პროტოტიპის კვალს ქალაქის ერთ-ერთ სახლში მიაგნო, თუმცა სახლის მეპატრონეებმა გამომძიებლებს მეხუთე თაობის აიფონის შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდეს.
მაღალტექნოლოგიური სიახლე, სავარაუდოდ, უკვე გაყიდეს ინტერნეტ-აუქციონზე. iPhone 5 მსოფლიო ბაზარზე 2011 წლის შემოდგომაზე გამოვა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია Apple-ის პროდუქცია მის ოფიციალურ გამოშვებამდე რამდენიმე თვით ადრე სკანდალურად უჩინარდება.
შარშან ტექნობლოგ Gizmodo-ს ხელში iPhone 4-ის პროტოტიპი აღმოჩნდა, რომელიც მათ სტუდენტ ბრაიან ჰოგანისგან 5000 დოლარად შეიძინეს. Gizmodo-მ მაშინ ინტერნეტით უახლესი აიფონის უნიკალური ტექნიკური მიმოხილვა და ფოტოები გაავცრელა.
ჰოგანი ირწმუნებოდა, რომ მომხმარებლებისთვის უცნობი ტელეფონის მოდელი სან-ფრანცისკოსთან ახლოს, ლუდის ბარის ეზოში იპოვა, სადაც ის კომპანია Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა ინჟინერმა დაკარგა.
მომზადებულია Life News-ის მიხედვით.






















