Apple-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სტივ პოლ ჯობსმა პოსტი დატოვა. მისი მოთხოვნა დირექტორთა საბჭომ განცხადების მიღებისთანავე დააკმაყოფილა.56 წლის ჯობსის თანამდებობაზე ამავე კომპანიის თანამშრომელ ტიმ კუკს დანიშნავენ, რომელსაც რეკომენდაცია თავად სტივმა გაუწია.
მართალია ჯობსს წასვლის მიზეზების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესებაა. სტივ ჯობსს სიმსივნე აქვს.
”მე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, რომ თქვენ პირველები გაიგებდით, როდის აღარ შემეძლებოდა Apple-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობა. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა”, - განაცხადა ჯობსმა დირექტორთა საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში.
Apple-ს ყოფილი ხელმღვანელი კომპანიასთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს, მონაწილეობას მიიღებს ახალი პროდუქტების შექმნასა და სტრატეგიულ განვითარებაში, თუმცა ამჯერად არა როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც დირექტორთა საბჭოს ”დამატებითი” წევრი.
აღსანიშნავია, რომ ჯობსის წასვლისთანავე Apple-ის აქციების ფასი 5%-ით დაეცა. საფონდო ბირჟის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აქციების ვარდნა გენერალური დირექტორის წასვლით არ არის გამოწვეული, რადგან ჯობსის პოსტიდან წასლვა ბირჟაზე რამდენიმე თვის წინ, წინასწარ გათვალეს.
მომზადებულია abcnews.go.com-ის მიხედვით.






















