23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:18
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:38 / 08-08-2011
ბრიტანეთში უსადენო დასამუხტ ტექნოლოგიას ამუშავებენ
დღეს უკვე ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ მალე საავტომობილო ბაზარზე ელექრომობილების ინტენსიურად დამკვიდრება დაიწყება. ამიტომ, ყველა საავტომობილო კომპანია ცდილობს, შესაბამის ტექნოლოგიას დაეუფლოს და ის წარმოებაში დანერგოს.

მაგრამ არსებობს ერთი წინააღმდეგობა, რომელიც ელექტრომობილების სწრაფ დამკვიდრებას უშლის ხელს. ეს წინააღმდეგობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობაა. ანუ, დასამუხტი სადგურების ფართო ქსელის არარსებობა. განვითარებულ ქვყნებში ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. და ეს ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპზეც აისახება. თუმცა ეს საკმარისი მაინც არაა.

ამ პრობლემის მოგვარებაზე, სხვებთან ერთად, ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს, რომელმაც ელექტრომობილების დამუხტვის განსხვავებული - უსადენო ტექნოლოგია (ჰალოIPT) შეიმუშავა და მის წარმოდგენას ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე აპირებს. ჯგუფის (CABLED - ქოვენთრი ენდ ბირმინგემ ლოუ ემიშნ დემონსტრატორს) ლიდერია ნილ ბატჩერი, რომელიც კონცეპტუალურ ტექნოლოგიას ასე აღწერს:
კონცეპციის იდეა, ელექტროენერგიის ელექტრომაგნიტური ველით გადაცემას ეყრდნობა. მანქანის ძირზე მაგრდება სპეციალური ელექტრომაგნიტური ფირფიტა მაგრდება. ამასთან, ავტომობილი აღჭურვილია ინტერაქტიური სისტემებით, რომლებიც ელექტროენერგიის უკაბელოდ გადაცემის პროცესში მონაწილეობს.

მათი დახმარებით, ავტომობილის ელექტრომაგნიტური ფირფიტა იმ ფირფიტასთან ამყარებს კავშირს, რომელიც გასამართ სადგურში, გზის საფარშია მოთავსებული. მანქანა ისე დგება, რომ მისი და გზაში ჩამონტაჟებული ფირფიტები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდეს. მერე კი სისტემა ყველაფერს თავისით, სხვისი ჩარევის გარეშე აკეთებს - ავტომობილის აკუმულატორების ბლოკს მუხტავს. როცა დამუხტვა დასრულდება, სისტემა მძღოლს ამის შესახებ შუქ-ინდიკატორით აცნობებს, თუმცა ამ უკანასკნელის საქმეში ჩარევა არც ამის შემდეგ იქნება საჭირო.

ბატჩერი ამბობს, რომ შესაძლებელია ასეთი უკაბელო დამმუხტავი ფირფიტების გზის საფარში, იმ ადგილებში (შუქნიშნებთან) ჩამონტაჟება, სადაც ავტომობილს გაჩერება უწევს. ამ შემთხვევაში, მოძრაობის დროს, ავტომობილი ენერგიასაც შეივსებს და მას იშვიათად დასჭირდება აკუმულატორების დასამუხტად გაჩერება. რა ტქმა უნდა, ამ პროექტის განხორციელებას დრო, მასშტაბური ინფრასტრუქტურის მოწყობა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები დასჭირდება. თუმცა, ამის მიუცედავად, პროექტს პერსპექტივა მაინც აქვს.

იხილეთ ბმული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ