23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:17
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:20 / 05-07-2011
"ასტონ მარტინი" კონცეპტუალურ "V12 ძაგატოს" გამოუშვებს
მაისის ბოლოს, "ლამბორგინის" და იტალიურ სადიზაინერო ატელიე "ძაგატოს" ერთობლივმა კონცეპტუალურმა ნამუშევარმა, სახელად "V12 ძაგატო", იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს მახლობლად (ვილა დ’ესტე) ჩატარებული ტრადიციული ელეგანტურობის კონკურსი მოიგო. ახლახან კი, ამ ავტომობილის ორმა სადემონსტრაციო ასლმა, მეტსახელებით "ზიგ" და "ზაგ", ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში გაინავარდა.

და აი, ეს ავტომობილი "ასტონ მარტინის" ოფიციალურ ვებგვერდზე, კომპანიის სამოდელო გამაში, (ვან-77-სა და DBS-ს შორის) შეიტანეს. ეს კი ნიშნავს, რომ ინგლისური კომპანია მის წარმოებას აპირებს. ეს ამავე გვერდზე მაშინვე კომპანიამ ოფიციალურადაც დაადასტურა, თუმცა ისიც მიუთითა, რომ ამ ავტომობილს თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით დაამზადებს.

"ამ ავტომობილის საგზაო ვერსიას ძალიან შეზღუდული რაოდენობით დავამზადებთ", - ნათქვამია ვებგვერდზე და მითითებულია, რომ ამ ავტომობილის შესახებ ოფიციალური მონაცემები რამდენიმე კვირაში (სავარაუდოდ, ფრანკფურტის ავტო შოუმდე) გამოქვეყნდება. მართალია, ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალური არაა, თუმცა მის მართებულობაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.

კონცეპტუალური მოდელი "ასტონ მარტინსა" და "ძაგატოს" შორის 50 წლის წინანდელ თანამშრომლობას (მოდელ DB4 GT-ზე) მიეძღვნა. ის ინგლისური კომპანიის მოდელ "V12 ვენტიჯის" პლატფორმას ეყრდნობა, თუმცა მისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობა აქვს, რომელიც იტალიური ატელიეს სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ვილა დ’ესტეზე ყველაზე ელეგანტური ავტომობილის წოდების მოპოვების შემდეგ, "ასტონმა" ის რბოლისთვის მოამზადა, თუმცა ნურბურგრინგზე კომპანიის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ორივე ავტომობილს ფინიშის ხაზი გადაეკვეთა. და მათ ეს შეძლეს!

ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე წარდგენილი მოდელი 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 510 ცხენის ძალას და 570 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მომენტი 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატიზებული კოლოფის გავლით, უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება. კოლოფს ელექტროჰიდრავლიკური სისტემა ემსახურება.

ინტერნეტ-გამოცემა "აუტოუიკის" ჰოლანდიური რედაქციის ინფორმაციით, "ასტონი" სულ რაღაც 150 ცალ "V12 ძაგატოს" გამოუშვებს, თითოეულის ღირებულება კი 330 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში იქნება. ამგვარად, ის DBS-ზე თითქმის ორჯერ ძვირი, "V12 ვენტიჯზე" კი ორნახევარჯერ ძვირი ეღირება.

იხილეთ ბმული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ