19 ივნისი 2013 ოთხშაბათი - 03:32
SMBიზნეს ამბები
გამოკითხვა
ვალუტის კურსი
19/06/2013
USD
1
USD
1.6551
EUR
1
EUR
2.2145
RUB
100
RUB
5.1913
კალენდარი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:38 / 17-09-2012
ფულადმა ჯილდოებმა ოლიმპიელებამდე ვერ მიაღწია
ცოტა ხნის წინ გორში ოლიმპიური ჩემპიონის, ერთადერთი ქართველი ოქროსმედალოსნის - ლაშა შავდათუაშვილის ოჯახმა დიდი წვეულება გამართა. სტუმრებს შორის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომლისგანაც იქ შეკრებილთ გამარჯვებულთა ქება-დიდების მოსმენა კი ესიამოვნათ, მაგრამ ისიც აინტერესებდათ, მათთვის რა რაოდენობის ფულადი პრემიის გადაცემას აპირებს სახელმწიფო. ვარძელაშვილმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ხალხის ცნობისმოყვარეობა და როგორც ამბობენ, განსხვავებული სასმისით ხელში, განაცხადა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი 100 000 ლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანს 250 000 ლარი ერგება, ოქროს მედალოსნისთვის დადგენილი პრიზის ოდენობას კი ვერ გაგიმხელთ, სანამ პრიზებს ჩემპიონებს არ გადავცემთო.

იმ დღეს არავინ შეიმჩნია, მაგრამ ვარძელაშვილის დაპირებამ ეჭვი გააჩინა - ხელისუფლება ფეხს ითრევს და ფულადი ჯილდოს გაცემა არ უნდა, ან უნდა, მაგრამ იმდენი ფული არ აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას მოაკლოს და ჩემპიონებს გადასცეს. ხელისუფლება პრიზებს გასცემს, მაგრამ, ალბათ, ფულს ეტაპობრივად გადაიხდის, ან არჩევნების დასრულების შემდეგ სტიქიით დაზარალებული კახელების საკომპენსაციო თანხის მსგავსად, ამ ფულსაც ბიძინა ივანიშვილს გადაახდევინებენო.

”კვირის პალიტრა” შეეცადა, სპორტსმენებისგან მიეღო ინფორმაცია, მაგრამ ისინი საუბარს თავს არიდებენ. ამბობენ, რომ ფული ჯერ არ აუღიათ და არც ის იციან, მათთვის რა თანხის გადაცემას აპირებს ხელისუფლება.

ოლიმპიელების ფულადი დაჯილდოების თემა თავიდანვე მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ჯერ იყო და, ინფორმაცია გავრცელდა, სახელმწიფო ოლიმპიური ჩემპიონების დასაჩუქრებას მსოფლიოში ყველაზე დიდი საპრიზო თანხით აპირებს - ოქროს მედალოსანს 1 200 000 ლარი გადაეცემაო, რაც კატეგორიულად უარყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. ”ვადასტურებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო რაოდენობით. შესაბამისად, 2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჯერ კიდევ ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს გავრცელდა.

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

მანუჩარ ცხადაიამ საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა

ეს კაცი მეგონა დიდი გოლიათი - მიხეილ სააკაშვილი

გიორგი გოგშელიძემ ოლიმპიადა ბრინჯაოს მედლით დაასრულა
23:26 / 17-09-2012
იქეთ ეგ მედალი არ წაგართვან მაგას დას
maxo
12:13 / 17-09-2012
ვაი თქვენ პატრონს,ტუ ნაცებიდან რაიმე სიკეთეს ელიტ
soso
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
1998 26000€
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1-ოთახიანი, 25 კვ.მ. მზიანი ბინა ქალაქის ცენტრში. ლამაზი ხედით. ფასი:...
2-ოთახიანი, 45 კვ.მ. დღიურად პავლოვზე. ახალაშენებულ კორპუსში, ევრორემონტით, თანამედროვე ავეჯით...
მოსკოვიდან 36 კმ-ში, კაშირის ტრასაზე მდებარე 570კვ.მ. აგარაკი (ან იცვლება...
13:26 / 18-06-2013  Image პატიმრები ციხეში შეყვანილ მეძავებთან ფიქტიურ ქორწინებას აფორმებენ
"ეს ხდებოდა და დღესაც ხდება. გამონაკლისი ქართული ციხე არ არის"
11:59 / 18-06-2013  Image ანრი ჯოხაძემ პრეზიდენტის აპარტამენტები დაიკავა
ფოტოებზე ქართული ესტრადის ცნობილი სახეები საპრეზიდენტო აპარტამენტებში პოზირებენ
07:15 / 18-06-2013  Image ნინო გაჩეჩილაძე - არ ვნანობ "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ აღარ ვარ
"შინაარსობრივად და ჟანრობრივად სერიალი იმდენად შეცვლილია, რომ მრჩება შეგრძნება, თითქოს სულ სხვა სერიალს ვუყურებ"
15:18 / 18-06-2013  Image "ა სტუდიო" ყველაზე მოდურ ჯგუფად დაასახელეს
პრემია Fashion People Awards-ი რუსეთში უკვე მესამედ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა ამავე ნომინაციაში გასულ წელსაც გაიმარჯვა 
(ფოტოგალერეა)
10:49 / 18-06-2013  Image "მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა"
"ძალიან მიჭირს, ძალიან განვიცდი, რომ ჩემი თაობა წავიდა უკვე", -
"ოდიშარიას საკუთარი თანამშრომლები უბრალოდ იყენებენ""მე თურმე ვარ ადამიანი, ვინც წლების...
1-ოთახიანი, 25 კვ.მ. მზიანი ბინა ქალაქის ცენტრში. ლამაზი ხედით. ფასი:...
2-ოთახიანი, 45 კვ.მ. დღიურად პავლოვზე. ახალაშენებულ კორპუსში, ევრორემონტით, თანამედროვე ავეჯით...