23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:13
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:51 / 22-02-2012
რატომ აიღეს ონში მურმან ლებანიძის ძეგლი
ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა ინტერნეტში გავრცელებულმა ინფორმაციამ, ონის ცენტრიდან დიდი ქართველი პოეტის, მურმან ლებანიძის ძეგლის აღების შესახებ. ონის გამგებელი, იმედა გობეჯიშვილი მომხდარს "პოეტის ოჯახის სურვილით" ხსნის, თუმცა არაფერს ამბობს, ონში მურმან ლებანიძის ქუჩა ვისი სურვილით იქცა თბილისის ქუჩად. ამ საკითხზე კომენტარისთვის პოეტის ვაჟს, ზაზა ლებანიძეს და ონის ყოფილ დეპუტატ დავით საგანელიძეს დავუკავშირდით.

ზაზა ლებანიძე - ძეგლის გადატანის გადაწყვეტილების შესახებ მეც ინტერნეტის მეშვეობით შევიტყვე. ონის გამგეობაში არავის ვიცნობ, მიზეზი რომ გავიგო, თუმცა, რა მიზეზი უნდა დამისახელონ? ნიჭიერი ქართველი მოქანდაკის, თემო ჭყონიას ესკიზის მიხედვით, ძეგლი მწვანე ქვაში, დიაბაზში უნდა გამოკვეთილიყო, მაგრამ თავის დროზე ესეც არ გაითვალისწინეს და ბრინჯაოში ჩამოასხეს. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით, თუმცა დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება....

დავით საგანელიძე: - "აღშფოთებისაგან არც კი ვიცი, რა გითხრათ. ეს ძეგლი ჩემი დეპუტატობის პერიოდში დაიდგა. მურმან ლებანიძე ისეთი დიდი პოეტი იყო, რომ არა მხოლოდ მშობლიურ ქალაქში, არამედ დედაქალაქშიც უნდა იდგეს მისი ქანდაკება. მიზანი ხომ ცხადზე-ცხადია - ამ ხელისუფლებას სურს, ყველაფერი ეროვნული, ხალხისთვის ძვირფასი და საყვარელი ამოძირკვოს. ძეგლი დროებით ავიღეთ და სხვაგან დავდგამთო, რომ ამბობენ, მურმან ლებანიძის ქუჩასაც დროებით უწოდეს თბილისის ქუჩა? თავისთავად სამარცხვინოა, ასეთ დავალებას რომ გასცემენ, მაგრამ გაცილებით სამარცხვინოდ იქცევა ის, ვინც მათ დავალებას ასრულებს... თუ დღევანდელ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, პოეტის ძეგლის ადგილზე "შლოპანც-ველოსიპედის" მსგავს ძეგლს დადგამენ, ან ამერიკის რომელიმე პრეზიდენტისას. დარწმუნებული ვარ, ცოცხალი ადამიანისთვის ძეგლის დადგმა რომ შეიძლებოდეს, ზარ-ზეიმით დაუდგამდნენ მონუმენტს სააკაშვილს"...

მომხდარმა მურმან ლებანიძის ლექსის ერთი კუპლეტი გაგვახსენა:

შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს,
მე მზის ქართულის მითქვამს სიცხოვლე,
ასიათასჯერ მე გიხდი ბოდიშს -
მაპატიე, რომ დიდხანს ვიცხოვრე!
P.S. "არამც და არამც არ ჩაუჯდეო ხელმწიფეს ნავში!" - ესეც სულმნათმა მურმანმა ბრძანა.

ნატა ენუქიძე


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
06:34 / 25-02-2012
ძაან კარგი გაუკეთებიათ...ეგ არ იყო მეგრელები ქარ
ტვლები არახართო ლექსიც რო მოგვიძღვნა?!!ოხერი ეგა დაქუცმაცება უნდოდა ქვეყნის!!
ნიკოლოზ1
19:21 / 23-02-2012
როდემდის უნდა გაგრდზელდეს ამ ხელისუფლების ტავზე ხელაგებული ტავხედობა? რაცჰველებმა არ უნდა მოიტმინონ, ტორემ ეს უნამუსოები კიდევ სხვა რამეს მოიქმედებენ რომელიც მერე სანანებელი გექნებატ.
natela
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ