23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:13
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:46 / 22-02-2012
გიორგი კოდუა: "ან თავს იტყუებენ, ან პრეზიდენტს ატყუებენ"
"ყველა ქართველს სამშობლოში ცხოვრება ურჩევნია, მათ შორის - მეც, მაგრამ ჩემმა ბიზნესმა თუ არ იმუშავა, ძალიან გამიჭირდება აქ ყოფნა", - ამბობს "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში ავიაკომპანია "სქაი ჯორჯიას" პრეზიდენტი გიორგი კოდუა.

- ბატონო გიორგი, თუ მოგვარდა თქვენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უთანხმოება და რა პასუხი მიიღეთ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისგან, რომელსაც ახლახან სამგზავრო ფრენის აღდგენის თხოვნით მიმართეთ?
- პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვინაიდან რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, ალბათ, მივმართავთ შვეიცარიის საელჩოს, მისი გავლით რომ მივაწოდოთ დოკუმენტები რუსეთის მთავრობას. მოსკოვი-თბილისის რეისით უკვე დაფრინავს "აირზენა", "საქართველოს ავიახაზები", "სიბირი" და ჩვენ რა დავაშავეთ? ამ ბაზრის დაკარგვამ მილიონობით დოლარით გვაზარალა...

- ერთხელ განაცხადეთ, ეკონომიკის მინისტრი ავიაციაში რომ გაერკვეს, წლები დასჭირდებაო. ცოტა ხნის წინ სატელევიზიო გადაცემა "ნანუკას შოუში" ვერა ქობალიამ ამაყად განაცხადა - ჩემს სამინისტროში შემავალ შვიდივე სფეროში ზედმიწევნით ვერკვევი, მათ შორის, ავიაციაშიო...
- არ ვიცი, ვერა ქობალია რკინიგზასა და კავშირგაბმულობაში როგორ ერკვევა, მაგრამ ავიაციაში ჩახედული რომ არ არის, ღრმად ვარ დარწმუნებული. ისიც არ ვიცი, რატომ გაურბის ჩემთან შეხვედრას, შემომითვალა, ჩემი მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ერკვევა ავიაციაში და იმას ელაპარაკოსო. მას შემდეგ აღარ ვაწუხებ. აღარც თვითონ მეხმიანებიან, ვინაიდან იასას (საჰაერო გადაზიდვების საერთაშორისო ასოციაცია - ნ.ფ.) ცუდი დასკვნა აქვს გამოქვეყნებული საქართველოს ავიაციაზე. დასკვნაში წერია, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, ტოპ-მენეჯმენტს უნდა ჰქონდეს, სულ ცოტა, 15-წლიანი გამოცდილება საავიაციო სფეროში. ორი კვირის წინ იყო ჩამოსული იასას კომისია, რომლის დასკვნას სამინისტრო ასაიდუმლოებს. მე იასას კომისრებისგან შევიტყვე, რა შენიშვნები აქვს კომისიას. დასკვნაში წერია, რომ საქართველოს ავიაცია დაკომპლექტებულია არაპროფესიონალი კადრებით და დეპარტამენტი უუნაროა გააკონტროლოს უსაფრთხოება. ქობალია და კარბელაშვილი ვალდებულნი არიან, გამოაქვეყნონ ეს დასკვნა, მაგრამ გასუსულები სხედან. დეპარტამენტში გვითხრეს, რაღაც შენიშვნები მოგვცეს და ახლა მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთო. ან თავს იტყუებენ, ან პრეზიდენტს ატყუებენ. გასაგებია, რომ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა სურთ, მაგრამ რა დავაშავეთ ავიაციის თანამშრომლებმა, რომლებიც მათ გამო ვზარალდებით? მე მათ შევთავაზე, ჩამოეყვანათ პროფესიონალი ინსპექტორები და დაესაქმებინათ. ამით მეც გამიადვილდებოდა პროფესიონალებთან მუშაობა. არა, ჩვენ თვითონო - დაუჩემებიათ და არაფერი გამოსდით. მთელი დეპარტამენტის მუშაობა გადადის ერთი-ორი სპეციალისტის მხრებზე, რომლებმაც მართლა იციან ავიაცია. იასას მოთხოვნაა, რომ საავიაციო სფეროში ყველა იყოს კვალიფიციური, დეპარტამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული, უბრალო ინსპექტორით დამთავრებული.

- შეიყვანა თუ არა ევროკავშირმა საქართველოს ავიაცია "შავ სიაში", რისი ვარაუდიც არსებობდა?
- როგორც მითხრეს, ჩვენი დეპარტამენტი მოხვდა "პრაიორიტიში", ანუ მკაცრი კონტროლის ქვეშ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯი გვაშორებს "შავ სიამდე". ახლა მთელი დეპარტამენტი დახურულ რეჟიმში მუშაობს. კაცმა არ იცის, მოახერხებენ თუ არა ამ სიტუაციიდან გამოძრომას, გაითვალისწინებენ თუ არა შენიშვნებს. მე კი გაჩერებას არ ვაპირებ, უკვე შევიტანე სარჩელი სასამართლოში. იმ ბრძანების შესრულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა და რომელსაც ხელი ვერა ქობალიამ მოაწერა, შეუძლებელია. თვითონ ევროპა არ ზღუდავს რომელიმე ტიპის თვითმფრინავის ფრენას, თუკი დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები... "სქაი ჯორჯია" უსაფრთხოების ზომების დარღვევისთვის ან მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავების გამო გაჩერდაო, ასეთი რამ რომელიმე დოკუმენტში არ წერია. თანაც, ჩემი ბიზნესი ყველაზე გამჭვირვალე იყო. თუ ასე გაგრძელდა, ადვილი შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს ქართული საავიაციო სფეროს საერთოდ გაუქმება. ჰოდა, იფრენენ მარტო უცხოური ავიაკომპანიები: "ლუფტჰანზა", "თურქიშ ეარლაინი" და სხვები.

- კი მაგრამ, ამ სფეროს გაუქმებით ვინ უნდა იყოს დაინტერესებული?
- ის, ვისაც ქვეყნის წინსვლა არ აინტერესებს. ჩვენ რომ აღარ ვიმუშავებთ, სახელმწიფო ბიუჯეტში ფული არ შევა. საქართველოს ბაზარზე რომ უცხოური კომპანიები ფრენენ, ფულს თავიანთი ქვეყნის ბიუჯეტში იხდიან, ჩვენსაში ხომ არა. დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარი, რითაც ქართველი მომხმარებელი ბილეთს ყიდულობს, ქვეყნის გარეთ გაედინება. რომ გაიძახიან, ტურიზმი უნდა განვავითაროთო, როგორ განვითარდება ტურიზმი, თუ ქვეყანას საკუთარი ავიაცია არ ექნება?!. ეს ან მიზანმიმართული პროცესია, ან უგუნური. ვერ გამოვრიცხავ, რომ გარედანაც იმართებოდეს...

- არ გიფიქრიათ, რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ შემსრულებელია?
- რა თქმა უნდა. ქალბატონმა ვერამ მითხრა: ეს საკითხი სრულიად არ ვიცი და ვინც კვალიფიციურია, იმას მოსთხოვეთ პასუხიო. "იმასთან" რომ მივედი - ზემოთ მიმითითა... კარბელაშვილისგანაც ვერაფერი გავიგე. მე მათ ვეკითხებოდი, ნატოს კოალიციურ ჯარებთან მუშაობა ვის უშლის საქართველოში ხელს-მეთქი და პასუხი ვერ მივიღე.

- თქვენ ვისზე ეჭვობთ?
- ვფიქრობ, რომ ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სხვათა შორის, იყო მცდელობა, ჩემთვის კომპანია წაერთმიათ. გიორგი კარბელაშვილის ნათლობით ჩამოაყალიბეს კომპანია "ფლაი ჯორჯია", და მისი ლობირება მთავრობიდან ხდებოდა. კარბელაშვილმა და ამ კომპანიის ირანელმა დირექტორმა სასტუმრო "შერატონში" დაიბარეს ჩემი კონტრაქტორები, იყო ჩემი დამკვეთების გადაბირების მცდელობა. შესთავაზეს, "სქაი ჯორჯია" ვეღარ იფრენს, შემოსავლები და ფული ჩვენ გადმოგვეცით, ჩვენ ახალი სახელმწიფო კომპანია ვართ და ამ რეისებს შევასრულებთო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ - კონტრაქტორებმა უარი უთხრეს. გაუგებარ სიტუაციაში ვარ: თუ პრობლემა რუსულ თვითმფრინავებშია, რადგან რუსეთი ჩვენი მტერია და არ უყვართ, მაშინ რას ნიშნავს "რაო ეესი", "თელასი", "ჯორჯია ვოთერ პაუერი"... ყველას ხომ რუსი დამფუძნებლები ჰყავს? მაქვს ინფორმაცია, რომ კარბელაშვილს და "ფლაი ჯორჯიას" ირანელ დირექტორს "ბოინგის" ქარხნის წარმომადგენელთან სურდათ შეხვედრა და "ბოინგის" ჩამოყვანა, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ, ვინაიდან ირანსა და ამერიკას შორის სერიოზული კონფლიქტია და გაუგებარია, ეს როგორ ვერ გაითვალისწინეს.

- ამ დავიდარაბის შემდეგ გული ხომ არ აგიცრუვდათ საქმიანობაზე და ხომ არ აპირებთ "დიდი ავიაციის" დატოვებას?
- 20 წელიწადია ამ სფეროში ვსაქმიანობ, შესისხლხორცებული მაქვს ეს საქმე, გამოცდილი ავიამენეჯერი ვარ და, აქედან გამომდინარე, ამ სფეროდან არსადაც არ წავალ. უბრალოდ, მიწევს საქართველოდან წასვლა, რადგან საქართველოს ავიაცია არ სჭირდება. ხომ ხედავთ, ქვეყანა, შესაძლოა, ავიაციის გარეშე დარჩეს.

- მაინც სად მიდიხართ, ბატონო გიორგი?
- მაქვს დიდი კონტაქტები, ჩამოვაყალიბე "სქაი კონსალტინგი", რამდენიმე პროექტი დავწერე, გავყიდე და ჰონორარი ავიღე, არის მთელი რიგი ქვეყნები, რომელთაც მენეჯმენტის კუთხით გამოცდილი ადამიანები სჭირდებათ და უახლოეს დღეებში მომიწევს საქართველოს დატოვება.

- თქვენს კომპანიას რას უპირებთ?

- ვინაიდან საქართველოს მთავრობას ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება, კომპანიას, ალბათ, გავყიდი, მართვის უფლებით გადავცემ უცხოელ ინვესტორებს. ამ ქვეყანაში ხომ უცხოელებისთვის უფრო კარგი გარემოა, ქართველებისთვის კი საზღვრებს გარეთ გასვლაა გამოსავალი. რა თქმა უნდა, ყველა ქართველს სამშობლოში ცხოვრება ურჩევნია, მათ შორის - მეც, მაგრამ ჩემმა ბიზნესმა თუ არ იმუშავა, ძალიან გამიჭირდება აქ ყოფნა.

ნანა ფიცხელაური


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
16:30 / 22-02-2012
კლიენტი ირჩევს იაფ ავიახაზებს. ქართული ავიახაზებზე ბილეთები გაცილებით ძვირია და ამიტომაც ვერ გაუძლებს კონკურენციას ცნობილ და ძლიერ ავიახაზებს. აქ მარტო მთავრობა არ არის დამნაშავე. საერთოდ ქართველი ადამიანის ბუნებიდან გამოდის, რაც შეიძლება მალე იშოვოს დიდი ფული.
marina
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ