23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:12
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:10 / 22-02-2012
ოქსფორდის კურსდამთავრებულები მიმტანებად და კონსულტანტებად მუშაობენ
ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მეათედი სპეციალობით სამსახურის შოვნას ვერ ახერხებს. ამაზე თავად უნივერსიტეტის ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს, რომელსაც გაზეთი "ტელეგრაფი" ავრცელებს. საკუთარ კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ მსგავსი მონაცემები სასწავლებელმა პირველად გამოაქვეყნა.

როგორ აღმოჩნდა, 3500 ადამიანიდან, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, 200-მა დიპლომის მიღების შემდეგ, ნახევარი წლის განმავლობაში, საკუთარი სპეციალობით დასაქმება ვერ შეძლო.

ოქსფორდის ყოფილ სტუდენტებს რეგისტრატორების, კონსულტანტებისა და მიმტანების ვაკანსიებს სთავაზობენ. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის უმუშევრობის დონე 6%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი ფაკულტეტების მიხედვით მერყეობს.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ ის კურსდამთავრებულები, რომლებიც "არაგამოყენებით" მეცნიერებას ეუფლებოდნენ - კლასიკურ არქეოლოგიას, უძველეს ისტორიასა და უცხო ენებს.

იზაბელ მიურეი, რომელიც ოქსფორდში პოლიტიკას, ეკონომიკასა და ფილოსოფიას სწავლობდა, სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირებაზე ინდოეთში გაემგზავრა. ერთადერთი ადგილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის სასწავლებლის კურსდამთავრებულს ინდოეთში შესთავაზეს, რესტორანში მიმტანის ვაკანსია იყო. მიურეი ანალოგიურ პრობლემებს წააწყდა სამშობლოშიც.

ჰოლი გრემი ოქსფორდში ინგლისურ ენას სწავლობდა და ბოლო გამოცდაში მაღალი ქულები მიიღო. ამჟამად, ის კულინარიულ არხზე რეკლამას ანთავსებს და საკვების შესახებ ბლოგს უძღვება.

ოქსფორდის კარიერული სამსახურის დირექტორ, ჯონათან ბლექს მიაჩნია, რომ ეს დროებითი სირთულეებია. "ოქსფორდში მიღებული განათლება ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვება", - განაცხადა ბლექმა.

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ