23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:08
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:41 / 19-07-2011
რა მოხდა სტინგის კონცერტის შემდეგ ბათუმის აუზში?
პატივცემულო მკითხველო, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ჯურღმულებში სამი ფოტორეპორტიორის გამომწყვდევისა და ვერა ქობალიასა და ნათია ბანძელაძის მოულოდნელი ავადმყოფობის მიზეზი გაშიფრულია!..

პატივცემულო მკითხველო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემმა კოლეგამ - ქალბატონმა ნელი ვარდიაშვილმა - თავის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში "ლეიბორისტების" ბათუმელი ლიდერის - დავით რობაქიძის პირით გაახმაურა ის ამბავი, რომ სტინგის კონცერტიდან მეორე დღეს ნაქეიფარმა, დრონატარებმა და ნაკუნტრუშებმა "ნაცელიტამ", მიხეილ სააკაშვილის თამადობით, "პახმელიაზე" გამოსვლა უშველებელ და გაკრიალებულ აუზში დგაფუნითა და ნებივრობით გადაწყვიტა, მაგრამ იმ აუზში რა მოხდა და ერთსა და იმავე დღეს ასე ასტრონომიული სიზუსტით რატომ დაემთხვა ერთმანეთს ფოტორეპორტიორების დაპატიმრება, საავადმყოფოში ვერა ქობალიას სასწრაფოდ გაქანება, ნათია ბანძელაძის ტვინის შერყევა და გიორგი ბარამიძის ფეხის მოტეხვა, ჩვენთვის უცნობი დარჩა!...

ის, რომ ფოტორეპორტიორები, შესაძლოა, მართლაც ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებული იმ ფოტოების გამო იტანჯებოდნენ ციხეში, რომელზეც 26 მაისის ავბედითი ღამის კადრებია გამოსახული, სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას, მაგრამ ვინც მიშას სულსწრაფობის ამბავი იცის, ალბათ, დამეთანხმება, რომ თუ არა სხვა დამატებითი მიზეზი, სააკაშვილი თვენახევარზე მეტს არ დაიცდიდა და ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს 26 მაისს "პარადზევე" დააპატიმრებდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი ფოტორეპორტიორების თუ რომელიმე ფოტორეპორტიორის გადაღებულმა სხვა, პიკანტურმა კადრებმა უფრო შეაშფოთა.

მაინც, რა მოხდა ბათუმში ისეთი, რომ ვინც კი იმ ავადასხსენებელ აუზში ჩავიდა, ზოგი ტვინის შერყევის დიაგნოზით გამოაქანეს თბილისისკენ, ზოგი - "კასტილებით" დაფეხუცობს, თურმე, მთავრობის სხდომებზე, ხოლო ზოგი საავადმყოფოში ისე საგულდაგულოდ გადამალეს, ეგონათ, გადავრჩით, ამას ეშმაკიც ვერ მიაგნებსო, მაგრამ მიშას "გესტაპოს" კოვზი ნაცარში ჩაუვრდა...

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, როგორც სანდო წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა, სტინგის კონცერტის დამთავრების შემდეგ, მეორე დღეს, ბათუმურ აუზში დიდი ამბები დატრიალებულა. კერძოდ, სააკაშვილს დაცვა დაუთხოვია და ჯერ კარგა გვარიანად უსვამს და უჭამია აუზში, - "პახმელიაზე" გამოსულა, მაგრამ ნათქვამია, გადაჭარბებული არაფერი ვარგაო და მიხეილ-ფაშასაც სიმთვრალე შეუბრუნებია... აუზიდან ხალხი ნელა-ნელა, სულ "იავნანო-ვარდოვნანოს" ძახილით გაკრეფილა, არიქა, ჩვენს მამა-მარჩენალს ნეტარება არ დავურღვიოთო... ერთი სიტყვით, ასე დარჩენილან მიშა და ერთი მომღერალი გოგონა აუზში მარტო, მაგრამ ეს რომელი მომღერალი გოგონა ყოფილა იცით? ის კი არა, რომლთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინათ სააკაშვილი ყვარლის ტყეში ოთხი საათის განმავლობაში მარტოდმარტო იყო გაუჩინარებული და დაკარგულებს ვანო მერაბიშვილის მთელი საძაღლეთი ეძებდა, არამედ სხვა მომღერალი...

მიშაც და გოგონაც გასაბერ ლეიბებზე ყოფილან წამოწოლილნი და აჭარის კაშკაშა მზეს ხატაურა კატებივით ეფიცხებოდნენ, თურმე. სააკაშვილს გოგონასკენ ხელი წაუწევია, - აქაოდა, აქ მოდი, უნდა "გაგსინჯო", სიბემოლს თუ აწევო!.. ერთი სიტყვით, ნაქეიფარმა და უკვე შექეიფიანებულმა მიშამ გოგონას აუზშივე დაუპირა "მიტყვარჩელება", რასაც, თურმე, ქალის საშინელი რეაქცია მოჰყვა, - რას მიშვრები, შენობაში უამრავი ადამიანია, ყველას შეუძლია დაგვინახოს, ასე რატომ მამცირებ და თავს რატომ მჭრი, სხვაგან უარი როდის მითქვამს, მაგრამ აქ ვერ დაგნებდებიო!..

"ხეამდგარი" და თვალდამდგარი მიხო-ფაშა ამაზე, თურმე ჭრელი ნიფხვიდან ამომხტარა, - უარის თქმას როგორ მიბედავო?! ამის თქმა და მომღერალ გოგონაზე დატაკება სააკაშვილს, თურმე, ერთი უქნია. გოგონა საცურაო ლეიბიდან გადმოვარდნილა და კივილ-წივილი აუტეხავს, - აქეთ მიშა იგინებოდა, იქით ქალი წიკვინებდა. ამ ხმაურსა და დავიდარაბაზე შენობიდან პირველები გამოვარდნილან და მომღერალი გოგონას მიშველებას ცდილან ვერონიკა ქობალია და მიხო-ფაშას პრეს-სამსახურის თანამშრომელი, ქალბატონი ნათია ბანძელაძე. მოკლედ, აუზში ატეხილა "გამიშვი" და "გაგიშობ!"... წივილის, კივილისა და ბღავილის ხმაზე სააკაშვილის დაცვა ელვის უსწრაფესად ადგილზე გაჩენილა, თურმე, მოჩხუბრები ერთმანეთისგან ძლივს დაუშორებიათ; ქალბატონ ბანძელაძეს იმ ორომტრიალში აუზის კიდეზე, კაფელზე მიურტყამს თავი, ხოლო ვერონიკა ქობალია უშუალოდ მიშას მსხვერპლი შექნილა და ვერას ფაშას ხელი რამდენჯერმე მთელი ძალით მოხვედრია... უბედურმა ვერამ კინაღამ აუზში დაღაფა, თურმე, სული...
მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? - გიორგი ბარამიძეს რა მომენტში და რომელ შეტაკებაში, ვინ მოტეხა ფეხი?..

ახლა კი ყველაზე მთავარი, - წყარომ რამდენჯერმე დაბეჯითებით გაგვიმეორა, რომ ბათუმის აუზში ატეხილი უბედურება და აყალმაყალი ფოტორეპორტიორის კამერამ დეტალურად აღნუსხა და დააფიქსირაო!.. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება იმის ახსნა, რატომ დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები სწორედ იმ დღეს, როცა ბათუმიდან ლამის ნახევარი მთავრობა ნაცემ-ნაბეგვი, ფეხმოტეხილი და ტვინშერყეული თბილისისკენ გამოაქანეს!..

რუსის "ბარაბანს" არ მოხვედრია იმდენი, რასაც თქვენ მიხო-ფაშა გცემთ, თქვე უბედურებო!..
თქვენ უფრო მეტსაც აიტანთ, რადგან ნამდვილი "ამტანები" ხართ...
თქვენს გაძლებას გაუმარჯოს!..

დიტო ჩუბინიძე
გაზეთი ”კვირის ქრონიკა”
18:48 / 17-10-2011
წერილს უცხოეთიდან გწერთ.ნახევარი საქართველო ემიგრაციაშია,ლამისაა გადაშენდეს ქართული სისხლი და გვარი.დაცარიელდა საქართველო.გამოფხიზლდით ხალხო.კარგია ეს სტატია რო გამოგიქვეყნეს.იმედია სიკვდილით არ დაგსჯიან,ან სამუდამო პატიმრობას არ მოგისჯიან,როგორც სჩვევიათ.
emigrantebi saberdnetidan
22:39 / 11-09-2011
რა შუაშია პრიმიტივიზმი ან რა არის დაუჯერებელი?ზაპხულია ზაპხული და ვისაც არ აქვს გრიალის შნო გააგრდძელოს მუშაობა პარლამენტში ქვეყნის სადიდებლად.ვინც გრიალებს კიდევ შეერგოს.
iloniko
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ