საფრთხის შემთხვევაში, ირანის ხელისუფლება საკუთარ სამიზნეს თურქეთში განთავსებული ნატო–ს რაკეტსაწინააღმდეგო რადარებისკენ მიმართავს, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება."თუ დაგვემუქრებიან, ჩვენც მზად ვიქნებით, რომ პირველ რიგში, დარტყმა მივაყენოთ თურქეთში განთავსებულ ნატო–ს რაკეტსაწინააღმდეგო რადარებს, შემდეგ კი სხვა მიზნებისკენ გადავინაცვლებთ", – განაცხადა ისლამური რესპუბლიკის აეროკოსმიური ქვედანაყოფის სარდალმა ამირა ალი ხაჯიზადეჰმა.
ირანის ირგვლივ ვითარება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა დასკვნამ გაამძაფრა, რომლის თანახმადაც ირანი უახლოეს მომავალში ატომური იარაღის დამზადებას დაასრულებს. ამის შემდეგ გამძაფრდა საუბარი ირანზე მოსალოდნელი პრევენციული დარტყმების განხორციელებასთან დაკავშირებით.
"ინტერპრესნიუსი"






















