23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:06
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:49 / 26-11-2011
ლეგენდარული АК შემცვლელის მოლოდინში
უახლოეს მომავალში, საყოველთაოდ ცნობილი კალაშნიკოვის ავტომატის შემცვლელის საჯარო დემონსტრირება მოხდება. ამის შესახებ ავტომატის მწარმოებელი ქარხანა "იჟმაშის" ხელმძღვანელობამ განაცხადა. საცდელი ეგზემპლარების აწყობა და სამხედროებისთვის დემონსტრირება მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში იგეგმება.

ახალ ავტომატზე მუშაობა, რომელიც ამჟამად ნიშნულს АК-12 ატარებს, წელს ზაფხულში დაიწყო. ცოტა ხნით ადრე კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა АК-74-ის ტიპის კალაშნიკოვის ავტომატის შესყიდვებზე და მწარმოებელთან ყველა კონტრაქტი გააუქმა. მიზეზად სამხედროებმა უფრო თანამედროვე და ძლიერი იარაღის არსებობის საჭიროება დაასახელეს. АК-74-ის შესყიდვა არც მომდევნო და არც 2012-2013 წლების გეგმებში არ ფიგურირებს. 

АК-74 შეიარაღებაში 1974 წელს მიიღეს. მას შემდგედ, მსოფლიოში N1 ავტომატის არაერთი მოდიფიკაცია გამოვიდა. თუმცა საერთო ჯამში, კონსტრუქციულად იარაღი მინიმალურ და უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდიდა. გარდა ამისა, რუსული გენშტაბის თქმით, ამჟამად საწყობებში არსებული АК-74-ების მარაგი მინიმუმ 15-20 წლისთვის არის საკმარისი. თანაც, რუსულ საწყობებში დაგროვილი ასი ათასობით კალაშნიკოვი, საბაზო არამოდერნიზირებულ ვარიანტებშია შექმნილი. დღეს "იჟმაში" უკვე АК-74М-ებს უშვებს. მაგრამ საბაზოსგან ის მხოლოდ 45 მმ-ით დაგრძელებული ლულით, განახლებული კონდახით, ცივიოთი და პლასტმასისგან დამზადებული მჭიდით განსხვავდება.

1994 წლიდან რუსეთი სერიულად მე-100 სერიის კალაშნიკოვებს აწარმოებს. მათ სხვადასხვა კალიბრი 5,45 (АК-1050), 5,56 (АК-101 და АК-102), 7,62 (АК-103 და АК-104) და წონა გააჩნიათ, რომელიც მოდიფიკაციიდან გამომდინარე 3,2-დან 3,6 კგ-მდე იწონის. 2006 წელს ვენესუელამ რუსეთისგან 40 მილიონი დოლარის АК-103-ები შეიძინა და მოსკოვს მათი მწარმოებელი ორი ქარხნის მშენელობაზეც კი მოელაპარაკა.

რაც შეეხება ახალ АК-12-ს, კონსტრუქტორების თქმით, ჯარისკაცს მასთან მოპყრობა და ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება - დამცველის გადართვა, გადატენვა და მჭიდის გამოცვლაც კი ცალი ხელითაც შეეძლება. მწარმოებლების აზრით, ეს დაჭრილ ჯარისკაცს იარაღთან მოპყრობას გაუადვილებს.

მართალია თავად ავტომატი აწყობილ მდგომარეობაში ჯერ არავის უნახავს, მაგრამ რუსეთის გენშტაბის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ახალი იარაღის ნახაზების ნახვისას, მან რადიკალური სიახლე ვერ ნახა. ავტომატის ძირითადი მექანიზმები უცვლელად არის შენარჩუნებული. ამას კონსტრუქტორებიც აღიარებენ, მაგრამ მათი მტკიცებით სროლის სიზუსტე და სიბურჟღლე მაინც გაზრდილი იქნება. გარდა ამისა, ავტომატი ახალი, უფრო დიდი ტევადობის მჭიდით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც 60 ვაზნას დაიტევს. სისქეში გაზრდის ხარჯზე, ახალ მჭიდში ვაზნები ოთხ რიგად განთავსდება.
ყველა გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი ავტომატი შეინარჩუნებს კალაშნიკოვის მარკისთვის დამახასიათებელ საიმედოობასა და გამძლეობას.

დღეს კალაშნიკოვის ავტომატი მსოფლიოში N1-ელ ავტომატურ იარაღად ითვლება. მისი ავტორი მიხეილ კალაშნიკოვი (ამჟამად ის 92 წლისაა) მეორე მსოფლიო ომში ტანკისტად წავიდა. ერთ-ერთ ბრძლაში ის დაიჭრა და ჰოსპიტალში მოხვედრილს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნის იდეა მოუვიდა. დავა კალაშნიკოვის იდეის და საავტორო უფლებების თაობაზე დღემდე მიმდინარეობს. ბევრის აზრით, ახალგაზრდა ტანკისტმა გერმანელი მეიარაღის ჰუდო შმაისერის კონსტრუქციის ნაალაფარი გერმანული ავტომატი StG-44 გამოიყენა. მართლაც, მათ შორის ვიზუალური მსგავსება აშკარაა.

1947 წელს, 7,62 მმ-იან ვაზნებზე გათვლილი АК-47-ის ტიპის ავტომატი შეიარაღებაში მიიღეს და სერიულ წარმოებაშიც ჩაუშვეს. მას შემდეგ კალაშნიკოვი მთელს მსოფლიოს მოედო. 1947 წლიდან მსოფლიოში არც ერთ ომს, სამხედრო კონფლიქტს თუ მცირე შეტაკებას არ ჩაუვლია ისე, რომ იქ კალაშნიკოვის კაკანის ხმა არ ისმოდეს. სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირის გარდა, მის ლიცენზირებულ თუ არალიცენზირებულ ვარიანტებს ალბანეთი, ბულგარეთი, გერმანია, ეგვიპტე, უნგრეთი, ერაყი, ჩრდილო კორეა, ფინეთი, ჩინეთი, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, ისრაელი და ინდოეთი აწარმოებდნენ. ყველა მათგანს ავტომატში საკუთარი ცვლილებები შეჰქონდა.

დღეს გამოშვებული კალაშნიკოვის ავტომატების ზუსტი ციფრი უცნობია. მაგრამ ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ მათი რაოდენობა 100 000 000-ს უკვე დიდი ხანია გადასცდა. დღესაც ის მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაშია. მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი - საიმედოობა და სიმარტივეა. ავტომატი ნებისმიერი სახის მოპყრობას უძლებს.
აფრიკის ქვეყნებში კალაშნიკოვი იმდენად პოპულარულია, რომ იქ ბიჭებს სახელად კალაშს არქმევენ. სახელებს რომ თავი გავანებოთ, ეს ავტომატი მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბურკინა-ფასოსა (1984-დან 1997-მდე) და დასავლეთ ტიმორის (2007-დან) გერბებზეა გამოსახული. მოზამბიკის შემთხვევაში კი, АК-74 ქვეყნის სახელმწიფო დროშასაც ამშვენებს.

ნუკრი მგელაძე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ