23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 14:05
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:56 / 21-11-2011
კრემლი საქართველოზე ბირთვულ დარტყმებს არ გამორიცხავს?!
ბირთვული ომის საშიშროება თითქოს წარსულს ჩაჰბარდა და ზესახელმწიფოები დღეს ერთმანეთს "ბირთვული ხელკეტებით" აღარ აშინებენ, თუმცა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ბოლო გამოსვლამ მთელი მსოფლიო შეაშფოთა.

არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად დასაშვებად მიიჩნია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ან სულაც, სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენება.

"არ გამოვრიცხავთ, რომ ლოკალური და რეგიონული კონფლიქტები მასშტაბურ ომში გადაიზარდოს და რუსეთის დოქტრინის მიხედვით, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას ვიტოვებთ", - აცხადებს რუსი გენერალი და აზუსტებს, რომ ბირთვულ ღილაკზე თითის დაჭერაზე კრემლი შეიძლება სამ შემთხვევაში დაფიქრდეს.

პირველი შეეხება ირანისა და ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებულ მრავალწლიან დაპირისპირებას, როდესაც ისრაელი და ნაწილობრივ აშშ-ც არ გამორიცხავენ ძალისმიერი მეთოდების, მათ შორის - წერტილოვანი ბირთვული დარტყმების გამოყენებას. ასეთ დროს რუსეთის ბირთვული შეიარაღება მზად იქნება ასამოქმედებლად.

მეორე, არქტიკაში არსებულ ნავთობისა და გაზის უზარმაზარ მარაგზე კონტროლის უფლების მოსაპოვებლად წარმოქმნილ სტრატეგიულ დაპირისპირებას ეხება.

მესამე შემთხვევა, როცა რუსეთის გენშტაბმა შეიძლება სერიოზულად იფიქროს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, საქართველოს გულისხმობს.
რუსეთის გენშტაბის უფროსი, გენერალი მაკაროვი თავის გამოსვლაში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ბალტიისპირა ქვეყნების ანტირუსულმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს რუსეთისა და ნატოს ურთიერთობა და საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდეს, რომლის დროს კრიტიკულ მომენტში მხარეები არც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იტყვიან უარს.

რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ნათქვამია, რომ თუკი ჩვეულებრივ შეიარაღებულ კონფლიქტში მოწინააღმდეგე საბრძოლო წარმატებას აღწევს, რუსეთი იტოვებს უფლებას, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

ამასთან, გენშტაბის უფროსმა აღიარა, რომ რუსეთის არმიის დღევანდელი შეიარაღება (კონკრეტულად ისაუბრა N-90 ტიპის ტანკებსა და ჩვტჰხ-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არა მარტო NATO-სა და ისრაელის, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩინეთის შეიარაღებასაც კი; ანუ რუსეთის გენშტაბი ამ ეტაპზევე არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის ამოქმედებას (თუნდაც ძალზე შეზღუდული მასშტაბით), რადგან ეჭვი ეპარება თავისი ჩვეულებრივი შეიარაღების ეფექტურობაში.

წარმოდგენაც არ გვინდა, რომ შეიძლება საქართველო ბირთვული ომის არეალში მოხვდეს, თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც, მის დაწყებამდე, ბევრისთვის არარეალური  იყო.
არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსის ამ სკანდალურ განცხადებას სხვა მიზანი ჰქონდეს, კერძოდ, შესაძლოა, რუსეთმა NATO გააფრთხილა, რომ თუკი საქართველოს გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მთლიანად დასავლეთი შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთვება, კრემლი არც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იტყვის უარს...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არც 2008 წლის აგვისტოში იკლავდა თავს საქართველოს დახმარებით და ბუნებრივია, რუსეთის გენშტაბის უფროსის მინიშნების შემდეგ მით უფრო არ იჩქარებს თავის რიგებში საქართველოს მიღებას.

თავის მხრივ, რუსეთის გენშტაბის უფროსის მუქარის გაანალიზება ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფალთაც მოუწევთ. ლატვია, ლიტვა და ესტონეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ ამ ქვეყნებში ეჭვობენ, რომ რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავისი დებულების მე-5 პარაგრაფის თანახმად, რომელიც ერთ-ერთ წევრზე თავდასხმას მთლიანად NATO-ზე შეტევად მიიჩნევს, კოლექტიური თავდაცვის საშუალებებს აამოქმედებს...

ირაკლი ალადაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 5(5), 100 კვ.მ. ევრორემონტი მეტრო დელისთან ბინა...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
კომერციული ფართი არასტანდარტული პრ. 55 კვ.მ. ევრორემონტი ვიტრაჟებით, შეკიდული ჭერით,...
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 8(13), 140 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
2.5-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(5), 72 კვ.მ. სუფთა აივანი, გისოსები, რკინის...
სასწრაფოდ და იაფად! 1-ოთახიანი, 2(4), 40 კვ.მ. საწოლი ოთახი იზოლირებული,...
11:53 / 23-05-2012  Image აზერბაიჯანში "ევროვიზიის" მოწინააღმდეგე ისლამისტი რადიკალები დააკავეს
20-წუთიან ფილმში ლაპარაკი იყო ისლამური სასჯელის შესახებ
12:12 / 23-05-2012  Image ლედი გაგამ მოძულენი ”შემოირიგა”
ეს დაჯგუფებები ორგანიზატორებს მისი კონცერტების გაუქმებისკენაც კი მოუწოდებდნენ
09:23 / 23-05-2012  Image რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე იყიდება
რეიგანის სისხლის ფასმა 6000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია
08:09 / 23-05-2012  Image პილოტმა საგანგებო დაშვება ყავის დასალევად განახორციელა
პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოიქცა
07:44 / 23-05-2012  Image საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ
პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ