SMBიზნეს ამბები
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვალუტის კურსი
25/05/2013
USD
1
USD
1.6350
EUR
1
EUR
2.1206
RUB
100
RUB
5.2209
კალენდარი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
5 სართულიანი, 720 კვ.მ. გარემონტებული თბილისის ყველაზე ძველ, პრესტიჟულ, მდიდრულ,...
2-ოთახიანი, 4(6), 57 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ ლამაზ 6 სართულიან...
სასწრაფოდ! 3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე სტილის,...
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:35 / 22-09-2012
ნიკა მემანიშვილი - იმის მაგივრად, რომ მყისვე ქუჩაში დავმდგარიყავი, ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი
ნიკა მემანიშვილი/ნიკოლოზ რაჭველი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც შესაძლოა აზრს წელიწადში ორჯერ ვეკითხები, მაგრამ ყოველთვის ვუჯერებ და ვითვალისწინებ, მითხრა, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც სულ ერთი არაა ჩემი მუსიკალური შემოქმედება, ელოდება ჩემს მოქალაქეობრივ, პოლიტიკურ ან უბრალოდ ადამიანურ გამოხმაურებას ყოველივე იმის მიმართ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება! მე კი მგონია, რომ ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე... იმის მაგივრად რომ მყისვე ქუჩაში დავმდგარიყავი და ჩემი შინაგანი პროტესტი გამომეხატა, ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი იმ ხალხისთვის, რომელთაც სირცხვილის დერეფნების გავლა უწევდათ ჩვენს მოსასმენად... როგორც ჩანს თანაბარი ვალდებულება აღმომაჩნდა საზოგადოების ორივე ნაწილის მიმართ, ვინც აპროტესტებს და აქციაზე დგას და ვინც აპროტესტებს, მაგრამ მაინც მოდის დარბაზში...

და ყოველივე ამის პარალელურად მე ძალიან განვიცდი, თუ თითოეული ასეთი საღამო უფრო და უფრო მაშორებს ჩემს ხალხს, რომლისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვწერ, ვაორკესტრებ და ვასრულებ... მეც, ისევე, როგორც თქვენ აღშფოთებული და შეძრული ვარ მომხდარით, მეც, ისევე, როგორც თქვენ, მინდა, რომ ეს აღარასოდეს მოხდეს ჩემს ქვეყანაში და მეც, ისევე, როგორც თქვენ, მინდა რომ ყველა დაისაჯოს, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა თავის ქვეყანას! ეს ერის მოღალატეობაა! ქვეყნის ღალატი ყველაზე დიდი დანაშაულია ოდითგან, თუმცა ყველა დროში მოიძებნენ მსგავსნი და როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ხვედრია, სამწუხაროდ... ეს არ არის ჩემი პოლიტიკური განცხადება, მე არც ერთი პარტიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არ მინდა გამოვიყენო ჩემი სიტყვა, ვინაიდან მგონია, რომ ყველგან მოინახებიან კარგნი და ცუდნი, ჭკვიანნი და უგუნურნი, მაღალნი და მდაბალნი, მთავარია, როცა ვინმე აშავებს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ არ მივცეთ გასაქანი... და მგონია, რომ ახლა სწორედ ეს მოხდა... და თუკი მე ვინმეს გულს გტკენთ ჩემი შემოქმედებითი პროცესის შეუწყვეტლობით, გულწრფელად გთხოვთ მომიტევოთ, მე ძალიან, ძალიან მიყვარხართ", - ნათქვამია ნიკა მემანიშვილის მიმართვაში.


05:48 / 23-09-2012
Nიკა დიდი ადამიანია,შემოქმედი, ბრწყინვალე მუსიკოსი, ტქვა რომგმობს და მიუღებელია მისტვის ეს საქციელი, სხვა რ. Uნდა ტქვას, რას ელით? კაცი მუსიკოსია დ. თAვის საქმეს აკეტებს, აბა რა ქნას ა. Mაგან ან სხვებმა, დავქციოტ ახლა ქვეყანა და ა. Gავიდეტ სამსახურებში სკოლებში ტუ რას ელოდებიტ? იჭერენ ხალხს დA აცალეტ მტავრობას, ყველამ კ. თქვენი საქმე აკეტეტ, მიშა მაგარია დ. Mაგატაც მოუვლის, ოცნებისტებმა ის Aპროტესტეთ ბიზოს დავალებიტ რაც ხდებოდა და რასაც იღებდნენ
Irma
02:44 / 23-09-2012
მე რა თკმა უნდა შოკსჰი ვარ,ის რაც ვიხილე ,მაგრამ იციტ ვერ ამიხსნია,იგივე ხალხი და საზოგადოება,რომელიც ხანდახან იტხოვს ხოლმე ამა ტუ იმნ დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას,იგივე საზოგადოება აპროტესტებს ამ ფაკტებს.იგივე არ არის? ტუ ბევრად უპრო მეტიც
mari
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
1994 2800$
2005 3350$
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
5 სართულიანი, 720 კვ.მ. გარემონტებული თბილისის ყველაზე ძველ, პრესტიჟულ, მდიდრულ,...
2-ოთახიანი, 4(6), 57 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ ლამაზ 6 სართულიან...
სასწრაფოდ! 3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე სტილის,...
11:08 / 25-05-2013  Image კობა დავითაშვილი: - "ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია..."
"არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატით არ ვარ აღფრთოვანებული"
13:12 / 25-05-2013  Image "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გველი შეძვრა
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ოფისის "წითელ დარბაზში" გველი შენიშნეს
13:29 / 25-05-2013  Image 83 წლის კულტურისტმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო
მას შემდეგ რაც მურმა კიბო დაამარცხა და გულის ავადმყოფობას გაუმკლავდა, ბოდიბილდინგის (ფოტოგალერეა)
07:37 / 25-05-2013  Image რით გამოიწვია ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა აჟიოტაჟი
რა ხეირი ნახა ანრი ჯოხაძემ წლევანდელი "ევროვიზიისგან"
12:34 / 22-05-2013  Image მიიღე მონაწილეობა ფოტოკონკურსში "ჩემი თაფლობის თვე" და მოიგეთ "უიქენდი" ლოპოტაზე
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად ატვირთეთ ქორწილში, ან თაფლობისთვეში  გადაღებული ნებისმიერი ფოტო.
იხილეთ პირობები