20 ივნისი 2013 ხუთშაბათი - 07:06
SMBიზნეს ამბები
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვალუტის კურსი
20/06/2013
USD
1
USD
1.6478
EUR
1
EUR
2.2062
RUB
100
RUB
5.1301
კალენდარი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:09 / 17-09-2012
ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები
The Independent, დიდი ბრიტანეთი

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო, როგორც კარჩაკეტილი მილიარდერი. ახლა ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა, ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. მისი პირადი ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს... და რატომ იწუხებს თავს? თბილისის მხსნელია ის თუ პუტინის მარიონეტი?

შარშან, ოქტომბერში, ღია წერილში, ივანიშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა - პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა. ამტკიცებდა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ულმობელ დიქტატურად გადაიქცა და მე ვარ ის, ვინც მას დაუპირისპირდებაო. საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით საბრძოლველად თავის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიიწვია ქვეყნის ურიცხვი ოპოზიციური პარტია, რომელთა შორის ულტრალიბერალებიც არიან და რადიკალი ნაციონალისტებიც. თვითონ ერთი-ორი წლით პრემიერმინისტრობას აპირებდა და შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი ხაზინიდან ხალხის დახმარებას განაგრძობდა.

ამის შემდეგ 10 თვე გავიდა. მე თვალს ვადევნებ მის საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება: კაცი, რომელიც ერთ დროს ფარულად მოგზაურობდა, ახლა მთელ საქართველოში დადის თავისი კოალიციისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მის კამპანიას სვანეთში, ქვის კოშკებით მოფენილ თვალწარმტაც მთიან რეგიონში ვახლდი.

ხანგრძლივი დამღლელი დღის შემდეგ, ხუთ საათში ივანიშვილის კორტეჟს სვანეთის მთებიდან შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ სიცხეში ჩავყავართ. მეორე დილით, დათქმულ საათზე, მეწამული ფერის გოლფის ბაგით ივანიშვილთან მივყავართ, მაგრამ ვამჩნევ, რომ თავმდაბალი მძღოლი თავად არის ივანიშვილი - ჯინსებსა და მოკლესახელოებიან პერანგში გამოწყობილა. ასე იწყება მოულოდნელი ტური გოლფის ბაგით - ცხოველების კოლექცია, სახლი მეგობრებისათვის, რესტორნების კომპლექსი, 20 მეტრის სიღრმეზე ზღვაში შეჭრილი ლითონის კონცხი, ბოლოს, საკუთრივ ივანიშვილის სახლი. ის სამ ენაზე საუბრობს. ძნელია დაიჯერო, რომ კაცი, რომელიც სასხვათაშორისოდ გათვალიერებინებს საზაფხულო სახლს და გეუბნება, - ეს ჩემი ქალიშვილია, აუზში რომ ჭყუმპალაობს, იგივეა, ვინც შარშანდლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარჩაკეტილ ადამიანად ითვლებოდა. გოლფის ბაგის სტერეოსისტემა ფრენკ სინატრას "My Way"-ის რემიქსს უკრავს.

ერთ-ერთ შენობაში ვსხდებით, მისაღებში, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ეკუთვნოდეს. ორი საათი ვსაუბრობთ - თუ რატომ გადაწყვიტა ებრძოლოს რეჟიმს და რატომ ეზიზღება ამჟამინდელი მთავრობა.

- იძულებული გავხდი, პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან სააკაშვილმა ოპოზიცია გაანადგურა. მე ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, რადგან საშიში იყო აქ ცხოვრება, ან პოლიტიკაში უნდა წავსულიყავი. ჩვენ უთუოდ გავიმარჯვებთ. მთავრობაში ერთი-ორი წელი ვიქნები, შემდეგ კი საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები, რომ დავეხმარო საზოგადოებას, როგორ აირჩიოს ადამიანები და გააკონტროლოს თავისი პოლიტიკოსები, რომ არსებობდეს თავისუფალი პრესა, ნამდვილი ოპოზიციაო - მეუბნება რესპონდენტი.

რაფაელ გლუკსმანს ვხვდები თბილისის ერთ-ერთ კოხტა კაფეში ივანიშვილზე მთავრობის აზრის მოსასმენად. გლუკსმანი შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის მეუღლეა, ის სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია. "ერთი კაცის ხელში ამდენი ფული - ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა პრობლემა, - ამბობს იგი, - მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია პატარა საქართველოსთვის. მას ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს".

ივანიშვილი სააკაშვილს სარკასტულად აღწერს. "ნამდვილ მშიშარას" და "პროფესიონალ მატყუარასაც" კი უწოდებს. ამბობს, - არ იცის, რა არის სიყვარული. არ შეუძლია სხვისი წუხილის გაზიარება. მას ციხეში ჩასმა კი არა, დახმარება სჭირდებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ნათქვამი ღიმილით ვუამბე ჩემს მეგობარს, თბილისელ ინტელექტუალს. სიცილის ნაცვლად წამით ჩაფიქრდა, თითქოს ჭეშმარიტება პირველად აუწყესო და სევდიანად მითხრა, - შეიძლება ივანიშვილი მართალიცააო.

გლუკსმანი მეუბნება, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს რამე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ამდენად, პრეზიდენტი კრიტიკას მშვიდად იღებს. "ისინი არასდროს ყოფილან ახლოს, ამიტომ ამას ღალატად არ მიიჩნევს. სულ ორჯერ დალაპარაკებიან ერთმანეთს. ივანიშვილი ფულს იძლეოდა კულტურული ძეგლებისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ურთიერთობა არ ჰქონიათ", - მეუბნება გლუკსმანი. ივანიშვილს ეს რომ ვუთხარი, ხმამაღლა გაეცინა: - სააკაშვილი ზოგჯერ დღეში 50-ჯერ მირეკავდა! ვეუბნებოდი, მიშა, შეწყვიტე რეკვა, ვეღარ გიპასუხებ-მეთქი! ივანიშვილი ამბობს, - თბილისში, მოსკოვსა და პარიზში ოჯახის საცხოვრებელ სახლში მხოლოდ ერთ თუ ორ მეგობარ ბიზნესპარტნიორს შეეძლო სტუმრობა, მაგრამ რადგან ჩემთვის სახლი წმიდათაწმიდაა, არასდროს მიმიღია ბიზნესპარტნიორები, რომ აღარაფერი ვთქვა სააკაშვილზე! ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდაო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე უკიდურესი უნდობლობა იყო მოსკოვში სააკაშვილისა და მისი პრონატოსეული პოლიტიკის მიმართ. ივანიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში შვეულმფრენით გადაფრინდა და რუსეთის ხელმძღვანელობას რომ არ გაეგო, მას ფარულად შეხვდა.

იხილეთ ვრცლად
მკითხველის კომენტარები (9)
18 სექტემბერი 2012 10:16
თვალს ნუ ვხუჭავთ და დავინახოთ რომ ბორია-ბიძინა პუწიას პეშკაა, ამით ყველაფერი ნათელია.
123.
18 სექტემბერი 2012 02:33
ეს სიტყვები არაფერზე მეტყველებს?"ეს რომ პუტინს გაეგო,ჩემი ბიზნესი მეორე დღესვე დაიხურებოდაო",განა აქედან არ ჩანს რომ პუტინი განაგებს ივანიშვილს...
liana
17 სექტემბერი 2012 20:40
როგორ უნდა სეადარო მიშა ბატონ ბიდზინას,,,,,ეს შეურაცკოპაა მეორესტვის
saba
17 სექტემბერი 2012 20:11
თქვენი დიდი ენთუზიასმისა და იმედების მიუხედავად, ქალბატონო natela emigranti, სიკეთის მკეთებელი, პოლიტიკაში წაუსვლელად უფრო ფასობს. რადგან პოლიტიკში სიკეტის და სიბოროტის მცნება არ არსებობს. ასე რომ, დღეს საქართველომ დიდი სიკეთის მკეთებელი უფრო დაკარგა, ვიდრე პოლიტიკოსი შეიძინა. რასაც მეც ვნანობ.
zaza lyoneli
17 სექტემბერი 2012 19:46
უვარგის და ბოგმიანი ადამინის მეტი არ იტყვის ცუდს ივანისჰვილზე,კაცმა რომელმაც უამრავი სიკეტე აკეტა ,რატომ არ უნდა დავინახოტ?და იმედი არ უნდა გვქონდეს?დიახ ცჰვენ მის მომხრეებს დიდი იმედი გვაქვს და ეს იმედი გაგვიმარტლებს
natela emigranti
17 სექტემბერი 2012 19:13
იშვიათად საინტერესო სტატიაა. და რაც მტავარია, მიუკერძოებელი. თუმცა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ავტორი, ბატონი ივანიშვილის საზაფხულო რეზიდენციაში სტუმრობდა, გარკვეულ ფიქრებს აჩენს. მაგრამ, რაც მთავარია, სწორი კითხვაა დასმული. კითხვა რომელსაც მეც ხშირად უფიქრდები. ამდენი წლების წყნარ, მშვიდ და უზრუნველი ცხოვრების მერე, მეცენატობის და საყოველთაო პატივისცემის დამსახურებით. რამ ააპოლიტიკოსა ეს კაცი და რას გაუყადრა თავი ვიღაც შუდრებს და გომბიოებს... მაგრამ პასუხი.... თქვენი დიდი ხათრის და ზემლიაკობის მიუხედავად, ბატონო ბიძინა, ოფიციალურ ვერსიას ვერ ვენდობიიი... ასე რომ გააგრძელეთ პოლიტ-შემოქმედება და იქნებ, თქვენთვიტონ იკითხოთ; "ეს რა აუტკივებელი ტავი ავიტკიეო?" BON CHANCE!
zaza lyoneli
17 სექტემბერი 2012 13:29
გაიხარეტ გმერტმა გაგაზლიეროტ ბატონო ბიზინა.ერტადერტს ტქვენ სჰეგიზლიატ საქარტველოს გადარცენა.დიდხანს იცოცხლეტ.......
emigranti
17 სექტემბერი 2012 12:33
თვითონ არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ გარსშემო მყოფები ყავს უვარგისი სამწუხაროდ.
N
17 სექტემბერი 2012 11:56
როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ბატონ ბიძინაზე ცუდი თქვას?! გაიხარეთ და უფალმა გაგაძლიეროთ ბატონო ბიძინა!!!!
nata
გააკეთეთ კომენტარი
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სასწრაფოდ! ინდივიდუალური პრ. 2(2), 600 კვ.მ. ძველი რემონტი ფასანაურის ცენტრში,...
3-ოთახიანი, იუგოსლავიის პრ. 15(16), 90 კვ.მ. ევრორემონტი გლდანის მე-6 მიკრორაიონის...
3-ოთახიანი, 3(10), 120 კვ.მ. საუკეთესო თანამედროვე რემონტით, დღიურად, ავეჯით, ყველა...
11:19 / 19-06-2013  Image ლალი მოროშკინა გაქურდეს
საქმეს მცხეთის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებს
11:02 / 19-06-2013  Image მე დავამარცხე ჭარბი წონა, შენც შეგიძლია ეს!
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ზედმეტი წონა
14:17 / 19-06-2013  Image ია ფარულავა: "ამდენი სოდომი ამოვიდა ყელში, რამე სხვა გვინდა"
ია ფარულავა სამეგრელოში სამალავებში აღმოჩენილ სკანდალურ ვიდეომასალას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება
14:20 / 19-06-2013  Image მსოფლიოში აღიარებული აუდიტორული კომპანიების სანაცვლოდ გუდავაძის მხარე მელორ ვაჩნაძეს გვთავაზობს?!
ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს
13:53 / 19-06-2013  Image არასასურველი მამაკაცის დასაფრთხობად თმიანი კოლგოტი შექმნეს
კოლგოტს "ბანჯგვლიანი ფეხები" ჰქვია
სასწრაფოდ! ინდივიდუალური პრ. 2(2), 600 კვ.მ. ძველი რემონტი ფასანაურის ცენტრში,...
3-ოთახიანი, იუგოსლავიის პრ. 15(16), 90 კვ.მ. ევრორემონტი გლდანის მე-6 მიკრორაიონის...