SMBიზნეს ამბები
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვალუტის კურსი
25/05/2013
USD
1
USD
1.6350
EUR
1
EUR
2.1206
RUB
100
RUB
5.2209
კალენდარი
  
კომერციული ფართი მოქმედი ბიზნესით 49 კვ.მ. ევრორემონტი (გაქირავებულია კომპანიაზე კონტრაქტით...
2-ოთახიანი, 50 კვ.მ. ნინოშვილზე, მ. "მარჯანიშვილიდან" 5-10 წუთის სავალზე, კარგ...
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. თბილისის ცენტრში, საუკეთესო, წყნარ ადგილას, მიწისპირი, რეესტრში...
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:04 / 18-08-2012
ლევან კოჭლოშვილი: "200-მდე ჯარისკაცს 10 ინსტრუქტორი მიტინგების დასარბევად წვრთნიდა"
საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიელის" თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ არჩევნების გაყალბების ახალ გეგმებზე გვესაუბრება.

- მინდა ვამცნო საზოგადოებას, რა მეთოდებით აპირებს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას და რა მზაკვრული გეგმები აქვთ ჩაფიქრებული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. დამიკავშირდა ჩემი ახლობელი ახალწვეული და მთხოვა, გამევრცელებინა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აი, რა მიამბო მან: 3 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ხუთ ყვითელ ავტობუსში (# 25-ში) დაახლოებით 200-მდე ჯარისკაცი ჩასხეს. ისინი ვაზისუბნის სამხედრო ნაწილიდან წაიყვანეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მოდულის შენობაში. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ჯარისკაცებით სავსე თითოეულ ავტობუსში 2-2 მამაკაცი ავიდა. შემდეგ ჯარისკაცები ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოდულის შენობიდან გამოსული 10 მამაკაცი ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებსაც ჯარისკაცების წვრთნა ევალებოდათ. წვრთნა კი გულისხმობდა ხალხის წრის გარღვევას რეზინის ხელკეტებით, ცოცხალი კედლის გაკეთებას და ასე შემდეგ. მოკლედ, ინსტრუქტორებმა ჯარისკაცები რეზინის ხელკეტებით მომიტინგეების დარბევაში ავარჯიშეს. წვრთნა მხოლოდ ერთ დღეს, საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა.

- ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, არის კი სარწმუნო?
- ამ ჯარისკაცის ვინაობას საჯაროდ ვერ გავამხელ, რადგან მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ის ჩემი მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ ვენდობი, ინფორმაცია მაინც გადავამოწმე.

- რატომ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია ახალწვეულმა ჯარისკაცმა?

- განმიცხადა, რომ ჯარში სამსახური მას სხვანაირად წარმოედგინა. რატომ უნდა გამწვრთნან მე, ქართველი კაცი, ჩემი თანამემამულეების დასარბევადო?! გაუჩნდა პროტესტის განცდა, რის ხმამაღლა გამოხატვის უფლებასაც კანონი არ აძლევს. ამიტომ მთხოვა, ამის შესახებ ინფორმაცია პრესისთვის მიმეწოდებია და მინდა, საზოგადოებამ შეიტყოს, რა სიბინძურეს გეგმავენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები ქართველი ხალხის არჩევანის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას ჰყავს ზონდერჯგუფები აქციებზე ხალხის დასარბევად, მაგრამ ეს არის თავდაცვის სამინისტროს ახალი მზაკვრული პროექტი, რომელშიც ჩართულია "ნაციონალური მოძრაობის" გენე­რალური მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი.

28 ივნისს ისანი-სამგორის გამგეობის შენობაში მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უბნის კოორდინატორები, ამავე რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილეები და სკოლის დირექტორები. ამ შეხვედრაზე მიხეილ მაჭავარიანმა, არჩევნების გაყალბების ახალი გეგმა დასახა პოლიციის უფროსებისა და უბნების ნაც-კოორდინატორებთან ერთად.

- რა გეგმაზეა ლაპარაკი, ან ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ?
- ინფორმაცია მომაწოდა ამავე შეკრების მონაწილემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" უბნის კოორდინატორია. ამ ადამიანს მსგავსი შეკრებების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია ადრეც მოუწოდებია. მან თვითონვე მთხოვა ინფორმაციის გავრცელება... ამ შეკრებაზე ნაციონალებმა არჩევნების გაყალბებისა და გამარჯვების სამომავლო გეგმები დასახეს. უფრო კონკრეტულად კი, მიხეილ მაჭავარიანმა პოლიციის უფროსის მოადგილეებს განუცხადა, თითოეულმა ოპერმუშაკმა, რომლებიც სხვადასხვა განყოფილებაში არიან გადანაწილებული, 10 ადამიანი უნდა დააკავოსო. ამ დაკავების მიზანი არის ე.წ. ვერბოვკა. "დავერბოვკებულ" პირს კი ევალება ახლობელთა წრესა და უბანში "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ აგიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ციხეში აღმოჩნდებიან. ისე, ჩემს უბანში მართლა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ საქმე სასამართლომდე არ მისულა - რამდენიმე დღის შემდეგ ყველა გამოუშვეს. შევხვდი ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც დღემდე არ იცის, რატომ დააკავეს და როცა ვკითხე, რის საფუძველზე გაგათავისუფლეს-მეთქი, მითხრა, ძალიან გთხოვ, ამის შესახებ არაფერი მკითხო, თორემ თუ გამიგეს, უკან შემაბრუნებენო. ანდა, რაც დამავალეს, თუ არ შევასრულე, იგივე მელისო. მსგავსი დაკავება მასობრივად ხდება ისანი-სამგორის რაიონში. ყველას, ვინც პროვოკაციას წამოეგება, დააკავებენ. მთავარია, პიროვნება იყოს სრულწლოვანი და ჰყავდეს სამეგობრო წრე უბანში. შემდეგ უკვე "დავერბოვკებულების" ხელშეწყობითა და პროვოკაციებით ხდება ადამიანების დაკავება-დაპატიმრება.

პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაჭავარიანის მითითების შესრულებას კარგა ხანია შეუდგა. ყველაზე ამაზრზენი დავალება კი, რაც მიხეილ მაჭავარიანმა 28 ივნისს ნაციონალების აქტივისტებთან და პოლიციელებთან შეხვედრისას გასცა, სკოლის დირექტორებისთვის მიცემული დაავალებაა.

- ასეთი რა დაავალეს სკოლის დირექტორებს?
- 28 ივნისის შეკრებაზე ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილეებთან და ამავე რაიონის "ნაციონალური მოძრაობის" უბნის კოორდინატორებთან ერთად იმყოფებოდნენ ამავე რაიონის სკოლების დირექტორები. მიხეილ მაჭავარიანის მითითებით, მათ თავიანთ სკოლებში, მანდატურების დახმარებით, უნდა შეადგინონ აქტიურობით გამორჩეული ბავშვების სია, მოსწავლის სქესს მნიშვნელობა არა აქვს. ასეთი მოსწავლეები შეიძლება სკოლიდან გარიცხონ შინაგანაწესის დარღვევისთვის ან დააპატიმრონ. ადმინისტრაციულ სასჯელს ან სკოლიდან გარიცხვას რომ გადაურჩეს, მშობელი შვილისთვის ყველაფერს გააკეთებს, ამ "ყველაფერში" კი ის იგულისხმება, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ მშობელმა, მისმა სანათესაომ და ახლობლებმაც, არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაუჭირონ მხარი. ნაცმოძრაობის მხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდონ სხვებსაც. ნდობის საგარანტიოდ კი, ბავშვის მშობელმა მხარდამჭერთა ხელმოწერილი სია უნდა წარადგინოს, თანდართული პირადობის მოწმობათა ასლებით. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახლა რაც გითხარით, სიმართლეა და მრავალგზის არის გადამოწმებული.

P.S. შევეცადეთ, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანთან დაკავშირებას (ტელ: 599-57-80-19), მაგრამ უშედეგოდ. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დარეჯან ლიპარტელიანი


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
12:46 / 20-08-2012
ამ ადამიანს ბოდვები აქვს მგონი, ექიმთან მიიყვანეთ გაზეთში ნუკი წერთ
na.
11:16 / 20-08-2012
კუ ხარ ტუ ვიგაც სიკვდილი სჰენი ტავის, ცაგივარდა ენა, რას ზაფრავ ამ ისედაც ნერვებ დაწყვეტილ ხალხს......
marina
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
1999 65000$
1994 15000€
2000 18000€
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კომერციული ფართი მოქმედი ბიზნესით 49 კვ.მ. ევრორემონტი (გაქირავებულია კომპანიაზე კონტრაქტით...
2-ოთახიანი, 50 კვ.მ. ნინოშვილზე, მ. "მარჯანიშვილიდან" 5-10 წუთის სავალზე, კარგ...
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. თბილისის ცენტრში, საუკეთესო, წყნარ ადგილას, მიწისპირი, რეესტრში...
16:46 / 24-05-2013  Image სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავები გაძარცვეს
ბრინჯაოს ჯვარი სასაფლაოს ქვაზე იყო დაკრული (ვიდეო)
07:13 / 24-05-2013  Image რაში ადანაშაულებს დათო ფორჩხიძე ქართველ საზოგადოებას
"ვცდილობ, ხალხს ჩემი გემოვნება აგრესიულად მოვახვიო თავს"
18:05 / 24-05-2013  Image "ეზელის" ულამაზესი ქალები
სერიალში თურქეთის ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალები თამაშობენ
11:30 / 24-05-2013  Image მილა იოვოვიჩი კანის კინოფესტივალზე "მკერდის გარეშე" მივიდა
მსახიობმა კაბა ცუდად შეარჩია (ვიდეო)
15:13 / 24-05-2013  Image ნიუ-იორკში ქალებს მკერდის გაშიშვლების უფლება მისცეს
ნიუ-იორკის პოლიციელებს ნათლად აუხსნეს, რომ ქალები, რომლებიც ქუჩებში
მამა ელიზბარი: სახალხო დამცველი "უზნეობის" დამცველია, თეოკრატია კი სატანის მიმდევრებისთვისაა...