23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 08:01
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:48 / 22-02-2012
გია გვაზავა - ანქვაბზე თავდასხმის უკან მასზე განაწყენებული ჩინოვნიკები უფრო დგანან, ვიდრე კრემლი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას აზრით, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მასთან დაპირისპირებული შიდაძალების მიერ უნდა ყოფილიყო მოწყობილი. "ანქვაბზე თავდასხმის შესახებ ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსკოვს დღეს წესრიგი უფრო აწყობს აფხაზეთში, ვიდრე არეულობა და სწორედ ამიტომ იქნა არჩევანი ანქვაბზე შეჩერებული. ანქვაბმა აფხაზეთში "ატკატების" დრო დაამთავრა.

ის წესრიგის კაცია, დე ფაქტო უწყებებში საკადრო წმენდები დაიწყო, ნარკოტიკებსა და კრიმინალებს ბრძოლა გამოუცხადა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ ჩინოვნიკებს არ აწყობთ, რომლებიც აფხაზეთსა და რუსეთში მოსახლეობის ფულს ერთად იყოფდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავდასხმის უკან სწორედ ანქვაბზე განაწყენებული ჩინოვნიკები უფრო დგანან, ვიდრე კრემლი", - განუცხადა გია გვაზავამ "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, ანქვაბზე თავდასხმა შესაძლოა, როგორც სოხუმში, ისე მოსკოვში მყოფ ჩინოვნიკებს მოეწყოთ.
"თავად რუსეთის ხელისუფლებას კი აფხაზეთში წესრიგი და იმის დემონსტრირება უფრო აწყობთ, რომ იქ ყველა კუთხით დემოკრატიული კანონები მყარდება", - აღნიშნა გვაზავამ.

ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს, დღეს გუდაუთა-სოხუმის გზაზე 08:30 საათზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. თავდასხმები 2005 წლიდან გრძელდება. ანქვაბი ორჯერ იყო მსუბუქად დაჭრილი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"