ისრაელის ანტიტერორისტულმა შტაბმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, სადაც ებრაელებისთვის გამგზავრება სახიფათოა. ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი თანამემამულეებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
"თუ აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გადაწყვეტთ ამ ქვეყნებში ვიზიტს, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინოთ", - ნათქვამია შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იგივე რეკომენდაცია გაიცა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებთან დაკავშირებითაც.
განცხადებაში განმარტებულია ისიც, რომ ისრაელი საქართველოს კვლავ ”გრუზიად” მოიხსენიებს.
"მართალია საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ითხოვს, სახელწოდებად "ჯორჯია" გამოვიყენოთ, თუმცა Грузия, ჩვენი აზრით, უკეთ ჟღერს", - განმარტავენ ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბში.
მომზადებულია www.isra.com-ის მიხედვით.






















