უკრაინაში ტერაქტების სერია განხორციელდა

უკრაინაში ტერაქტების სერია განხორციელდა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში დღეს ტერაქტების სერია განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით, სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას ოთხი აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

უკრაინის პროკურატურამ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ადგილობრივი სამართალდამცველები ჩხრეკენ ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ზურგჩანთა, ხელჩანთა ან უჭირავს რაიმე პაკეტი. დნეპროპეტროვსკის ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორები მოძრაობენ.

ხელისუფლება მოსახლეობას მეტროსადგურებში ჩასვლისა და მეტროპოლიტენით მგზავრიბისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ოპოზიციონერი ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ დნეპროპეტროვსკიში მომხდარი აფეთქება ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების საბაბად გამოიყენოს.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" თვითმხილველების მიერ გადაღებული ტერაქტის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტერაქტებზე პასუხს ღირსეულად გასცემს.

იხილეთ ვიდეო: დნეპროპეტროვსკში ტერაქტების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

ასევე იხილეთ: დნეპროპეტროვსკში ტერაქტებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩო ინფორმაციას არ ფლობს

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა