ებრაულ სკოლაზე თავდამსხმელი მოჰამედ მერაჰი მოკლულია

ებრაულ სკოლაზე თავდამსხმელი მოჰამედ მერაჰი მოკლულია

ტულუზაში, ებრაულ სკოლაზე თავდამსხმელი ტერორისტი მოჰამედ მერაჰი მოკლულია. BBC-ის ცნობით, სახლი, რომელსაც ის თავს აფარებდა, საფრანგეთის სპეცრაზმმა შტურმით აიღო. დაჭრილია სამი პოლიციელი.

სპეცოპერაცია 32 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენიმე წუთის წინ ბინიდან აფეთქებების ხმა გაისმა. მერაჰი პოლიციას დაჰპირდა, რომ "იარაღით ხელში მოკვდებოდა".

საფრანგეთის შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი "ალ-ქაიდას" წევრია. მოლაპარაკებების დასაწყისში მან ორი პოლიციელის დაჭრა მოასწრო.

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულუზაში ებრაული კოლეჯის მოსწავლეებს მოჰამედ მერაჰმა ცეცხლი 19 მარტს გაუხსნა. დაღუპულია სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ამავე პირის სახელს უკავშირდება საფრანგეთის სამხრეთში მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმა, რომლის დროსაც აფრიკული წარმოშობის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა