საფრანგეთის პოლიცია ტერორიზმში ეჭვმიტანილის სახლის შტურმისთვის ემზადება

საფრანგეთის პოლიცია ტერორიზმში ეჭვმიტანილის სახლის შტურმისთვის ემზადება

საფრანგეთის პოლიცია იმ სახლის მორიგი შტურმისთვის ემზადება, რომელშიც ტულუზაში ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი მუჰამედ მერაჰი იმალება. როგორც უცხოური მედია წერს, სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს, შეუმჩნევლად მიუახლოვდეს სახლს და ალყა შემოარტყას.

შენობის შტურმით აღების მცდელობა საფრანგეთის პოლიციას გუშინაც ჰქონდა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა, რადგან ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს ცეცხლს უხსნიდა, რის გამოც რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა.

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულუზაში ებრაული კოლეჯის მოსწავლეებს 19 მარტს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ის მუჰამედ მერაჰი იყო. მის სახელს უკავშირდება საფრანგეთის სამხრეთში მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმა, რომლის დროსაც აფრიკული წარმოშობის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი პირის ასაყვანად სპეცოპერაცია საფრანგეთში გუშინ დილიდან მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა