ბელგიაში გლოვის დღეა

ბელგიაში გლოვის დღეა

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა, რაც შვეიცარიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბელგიელი ტურისტების დაღუპვას უკავშირდება, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია პრემიერ-მინისტრ ელიო დი რუპოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ინფორმაციით, 11:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს და დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა ცხედრებს ბელგიაში დღეს გადაასვენებენ.

შვეიცარიაში 14 მარტს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 28 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 22 ბავშვია. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი ავტობუსში იჯდა, რომელმაც ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მართვა დაკარგა და გვირაბის კედელს შეეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა