ერაყში 14 მოზარდი ქვებით ჩაქოლეს

ერაყში 14 მოზარდი ქვებით ჩაქოლეს

ერაყში 14 მოზარდი, რომლებიც ემო-კულტურას მისდევდნენ, ქვებით ჩაქოლეს. გრძელი წინამო და დასავლური სტილის ჩაცმულობა 14 ახალგაზრდის სასტიკი მკვლელობის მიზეზი გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელები შიიტი ფუნდამენტალისტები არიან.

შიიტი ფუნდამენტალისტები ქალაქის რაიონებში  იმ მოზარდების სიებს ავრცელებენ, რომლებსაც იგივე ბედი ელით, თუ ისინი არ შეიცვლიან გარეგნულ იერს და "ეშმაკის თაყვანისცემაზე" უარს არ იტყვიან. სიას ხელს "რისხვის გუნდები" აწერენ.

მკვლელობა ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების გამოქვეყნებას მოჰყვა. განცხადებაში  ნათქვამი იყო, რომ ერაყის საზოგადოებისთვის უცნობი მიმდინარეობა, ემო ახალგაზრდებში პოპულარული ხდება.

"ამ სუბკულტურამ ახალგაზრდებში პოპულარობის მოიპოვა. ისინი ვიწრო ტანსაცმელს ატარებენ, რომელზეც ჩონჩხის თავია გამოსახული.  ტუჩებსა და ცხვირზე საყურეს იკეთებენ და საერთო ჯამში, უცნაური შესახედაობა აქვთ", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობა "ეშმაკისეულია" და მის აღსაკვეთად ყველა ზომა უნდა მიიღონ.

მკვლელობასთან დაკავშირებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დანაშაული საყოფაცხოვრებო საფუძველზე მოხდა და გავრცელებული ბრალდება ემო-კულტურის მიმდევართა დევნის შესახებ შეთითხნილია.

შიიტმა სულიერმა ლიდერებმა მკვლელობა "ტერორისტულ აქტად" შეაფასეს. 

მომზადებულია podrobnosti.ua-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა