ჰილარი კლინტონი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისას დარღვევებით შეშფოთებულია

ჰილარი კლინტონი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისას დარღვევებით შეშფოთებულია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისას დარღვევებით და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებით შეშფოთებულია. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ კლინტონმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კლინტონის თქმით, ეუთო-მ ნათლად განაცხადა შეშფოთების მიზეზებისა და იმის შესახებ, რომ საარჩევნო პროცესი გამოძიებული უნდა იქნას.

"ჩვენ ასევე შეწუხებულნი ვართ მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებების გამო, მაგრამ არჩევნებს ჰყავს გამარჯვებული და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ არჩეულ პრეზიდენტთან – პუტინთან, როგორც კი მოხდება მისი ინაუგურაცია და აიღებს პრეზიდენტის პასუხისმგებლობას", - განაცხადა კლინტონმა.

მისივე თქმით, ამერიკული მხარე ეძებს გზებს რუსეთთან რთულ საკითხებზე თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. კლინტონმა ამგვარ თემებს შორის სირიის კრიზისი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ორშაბათს ნიუ-იორკში განიხილავს.

"ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გვჯერა იმ ღირებულებების, რომლებსაც 21-ე საუკუნის ნებისმიერი დიდი საზოგადოება უნდა დაეფუძნოს, რაც ნიშნავს, რომ ვაანალიზებთ, რუსეთში უნდა იყოს შიდადიალოგი, რათა რუსი ხალხის მისწრაფებები უფრო სრულად განხორციელდეს", - განაცხადა კლინტონმა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა 63,75%-ით ვლადიმერ პუტინი არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. თუმცა, შედეგები ოპოზიციამ ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლებზე გააპროტესტა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა