მიტინგის დროს მოსკოვის პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა

მიტინგის დროს მოსკოვის პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა

მოსკოვის პოლიციამ წუხელ, გვიან ღამით, არასანქცირებული მიტინგის გამართვის დროს 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. დაკავებულთა შორის იყვნენ ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი. ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს და  შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, გვიან ღამით გაათავისუფლეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 8 და 9 მარტისთვის დაგეგმილ მიტინგს ოპოზიცია აღარ გამართავს, რადგან დედაქალაქის ხელისუფლებასთან მიტინგის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ოპოზიციის წევრები ამ მიტინგების გამართვას არბატის მოედანზე გეგმავდნენ, მერიამ კი მათ სხვა ადგილები შესთავაზა, რაც ოპოზიციას არ აწყობს.

სერგეი უდალცოვის განცხადებით, ამ ეტაპზე მიტინგების ჩატარების ნაცვლად, მთელი კონცენტრაცია 10 მარტის მსვლელობაზე გადავა. ამ მსვლელობის მარშრუტთან დაკავშირებით, მოსკოვის მერია დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.

აღნიშნული მსვლელობის გამართვის შესახებ ნებართვა ოპოზიციამ თებერვლის ბოლოს ითხოვა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა