ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობის საქმეში უმაროვის სახელი ფიგურირებს

ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობის საქმეში უმაროვის სახელი ფიგურირებს

ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობის საქმეში დოკუ უმაროვის სახელი ფიგურირებს. ამის შესახებ რუსეთის ტელევიზიის "პირველი არხი" იუწყება.

"პირველი არხის" ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ოდესაში, ერთ-ერთ სახლში 4 იანვარს აფეთქება მოხდა. თავდაპირველად მეხანძრეებს საყოფაცხოვრები გაზის აფეთქება ეგონათ. თუმცა, ორი დღის შემდეგ, 6 იანვარს უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში შეტყობინება გააგზავნეს.

აფეთქების შედეგად, ბინის დამქირავებელი, რუსლან მადაევი გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილი ილია პიანზინი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს, რადგან ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტები იპოვეს.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკითხვისას პიანზინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არაბეთის საემიროებიდან თურქეთის გავლით ჩავიდნენ და მათ დოკუ უმაროვის წარმომადგენლების ზუსტი ინსტრუქციები ჰქონდათ.

"გვითხრეს, რომ ჯერ ოდესაში ჩავიდოდით და ბომბების დამზადებას ვისწავლიდით, შემდეგ მოსკოვში წავიდოდით და ეკონომიკურ ობიექტებზე დივერსიებს, შემდეგ კი პუტინზე თავდასხმას განვახორციელებდით. ჩვენ ოდესაში ჩამოვფრინდით. რუსლანს იმ ადამიანის ნომერი მისცეს, რომელიც აქ უნდა დაგვხვედროდა", - განაცხადა დაკითხვაზე პიანზინმა.

სპეცრაზმმა მოგვიანებით დააკავა მესამე პირი, რომელიც ხანძრისას მიიმალა. სპეცოპერაცის შედეგად დაკავებულ ადამ ოსმაევზე 2007 წლიდან საერთაშოროს ძებნა იყო გამოცხადებული. იგი უკრაინულ გამოძიებასთან თანამშრომლობს იმ იმედით, რომ ეს რუსეთში ექსტრადიციის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

"საბოლოო მიზანი იყო მოსკოვში ჩასვლა და პრემიერ პუტინზე თავდასხმის მცდელობა", - განაცხადა ოსმაევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტერაქტი შესაძლო იყო, ისე დაგეგმილიყო, რომ სამხედრო ტიპის ნაღმი გამოეყენებინათ და თვითმკვლელი ტერორისტის ჩართვა აუცილებელი აღარ იქნებოდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ოსმაევი ლონდონში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და სწორედ ის იყო ტერორისტებისა და ინსტრუქტორის დამაკავშირებელი. ოსმაევს უნდა მოემზადებინა  პიანზინი და მადაევი და მოსკოვში გაემგზავრებინა.

მომზადების გეგმა ოპერატიულმა თანამშრომლებმა ოსმაევის ნოუთ-ბუქში იპოვეს. იქვე აღმოჩნდა პუტინის კორტეჟის გადაადგილების ვიდეოკადრები. დეტონატორის და პლასტიტის ნაწილი მოსკოვში წინასწარ იყო შეტანილი იმ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან ერთად, რომელიც მანქანაში იყო ჩადებული. მანქანა უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 2007 წლის მაისში განაღმეს.

ოსმაევმა აღიარა, რომ ტერაქტის მომზადება უკვე მთავრდებოდა.

"დედლაინი" საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო", - განაცხადა ოსმაევმა დაკითხვაზე.

რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები საქმის გამოძიებას აგრძელებენ.

იხილეთ ვიდეო: პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ რუსული მედია იუწყება

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა