დიმიტრი როგოზინი - რუსეთმა "ტყავის ხელთათმანში ფოლადის მუშტის" პოლიტიკა უნდა გაატაროს

დიმიტრი როგოზინი - რუსეთმა "ტყავის ხელთათმანში ფოლადის მუშტის" პოლიტიკა უნდა გაატაროს

"რუსეთმა "ტყავის ხელთათმანში ფოლადის მუშტის" პოლიტიკა უნდა გაატაროს", - "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. "მთავარი ამოსავალი წერტილია – დავიბრუნოთ ჩვენი ძალა, უხეში ფიზიკური ძალა, მათ შორის არმიისა და ფლოტის. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს "ფოლადის მუშტი ტყავის ხელთათმანში" და არავის ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ტყავის ხელთათმანის ქვეშ ნამდვილად ფოლადის მუშტია", - აღნიშნა როგოზინმა დღეს, არმიისა და საზღვაო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა