ვიქტორ იანუკოვიჩი ტიმოშენკოს შეწყალებას არ გამორიცხავს

ვიქტორ იანუკოვიჩი ტიმოშენკოს შეწყალებას არ გამორიცხავს

უკარინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს შესაძლო შეწყალების შესახებ ალაპარაკდა. როგორც იანუკოვიჩმა უკრაინული ტელეარხებისთვის მიცემულ ინატრვიუში განაცხადა, შეწყალების პროცესის დაწყება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ექს-პრემიერის სასამართლო პროცესი დასრულდება და პრეზიდენტს ტიმოშენკო შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

"შეწყალების პროცედურას კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუ ეს პროცედურა დაიწყება, ის კი მაშინ იწყება, როდესაც მსჯავრდებული პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პრეზიდენტს ჰყავს კომისია, რომელიც ამ განცხადებას განიხილავს. კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება. მაშინ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

იანუკოვიჩმა რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი განცხადებაც გაკეთა: "ევროპელებს ვეთანხმები, რომ უკრაინული კანონმდებლობა სრულყოფილი არ არის და ტიმოშენკოს საქმე ევროპული სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად არ განიხილებოდა. ამას აბსოლიტურად ვეთანხმები".

იანუკოვიჩის აზრით, ტიმოშენკოს შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის დაცვა არა კანონმდებლობით და იურიდიულად, არამედ პოლიტიკური მეთოდებით არჩია.

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ 2011 წლის 11 ოქტომბერს, ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს (2009 წელს) რუსეთთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტის გაფორმებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამჟამად ის სასჯელს ხარკოვის კოლონიაში იხდის. ტიმოშენკოს წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კორპორაცია "უკრაინის ერთიანი ერნერგეტიკული სისტემების" საქმიანობის შესახებ, რომელსაც ის თავის დროზე ხელმძღვანელობდა. ექს-პრემიერის წინააღმდეგ არსებობს კიდევ ერთი საქმე, რომლის გამოძიებაც უკვე დასრულდა - ის სასწრაფო დახმარების ავტომობილების შესყიდვასა და "კიოტოს პროტოკოლს" უკავშირდება.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა