ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობა ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების დროს მოქალაქეების დაღუპვის გამო ბოდიშს იხდის. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამხედრო ლიდერებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობა განცხადებაში პირობას დებს, რომ თითოეული დემონსტრანტის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირს "სამართლიანად გაასამართლებენ".
ეგვიპტის დროებითი სამხედრო მმართველების გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში საპროტესტო აქცია უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებს 35 ადამიანი ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ არეულობის მიუხედავად, 28 ნოემბერს ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
"ინტერპრესნიუსი"






















