ისრაელი ირანზე დარტყმის შესაძლებლობას საჯაროდ არ განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეხუდ ბარაკმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ."არ ვფიქრობ, რომ ეს თემა საჯარო დებატების საგანი უნდა გახდეს... ირანის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო მოხსენებას მსოფლიოსთვის "გამოსაფხიზლებელი ეფექტი" ჰქონდა და მსოფლიოს ლიდერებმა და ხალხმა დაინახეს, რომ "დრო დადგა", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მან არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა სიტყვებში "დრო დადგა", თუმცა აღნიშნა, რომ ირანმა ბირთვულ იარაღზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს. "ეს უნდა შეწყდეს," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
"ინტერპრესნიუსი"






















