საფრანგეთს ლიბიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია 300 მილიონი ევრო დაუჯდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "i-Tele"-ს ეთერში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟერარ ლონგემ განაცხადა .მისი თქმით, ეს არის ერთი მესამედი იმ თანხისა, რომელიც გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მუამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთმა ლიბიაში სამხედრო ოპერაცია დაასრულა. "საფრანგეთის მიზანი ლიბიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა იყო და ეს მიზანი მიღწეულია. ახლა ქვეყნის მომავალი ლიბიელი ხალხის ხელშია", – აღნიშნა ჟერარ ლონგემ. მისივე თქმით, საფრანგეთი ქვეყნის მომავალ დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას არ აპირებს.
"ინტერპრესნიუსი"






















