უკრაინის ექსპერიმენტული პათოლოგიის, ონკოლოგიისა და რადიობიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი შეიმუშავეს. ვაქცინას დაავადებულთა სიმსიმვნური უჯრედებისგან ამზადებენ. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ შედეგები შთამბეჭდავია. მეცნიერების თქმით, ვაქციანა მეტასტაზებს გავრცელების საშუალებას არ აძლევს.
ამ ტექნოლოგიაზე უკრაინელი მეციერები გასული საუკუნიდან მუშაობდნენ. 1975 წელს პროფესორმა დიმიტრი ზატულმა საკუთარი ტრიუმფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. თუმცა ის კოლეგებმა კრიტიკის ქარცეცხლში გჰაახვიეს. მათი აზრით, კიბოს წინააღმედ ვაქცინის შემუშავება შეუძლებელი იყო. კვლევას მეცნიერები უკვე დამოუკიდებელ უკრაინაში დაუბრუნდნენ.
სიმსივნის ”მკვლელი” ინექცია იმუნიტეტს აძლიერებს. შეყვანილი ანტიგენები სისხლში გადაადგილდებიან და შენიღბულ კიბოს უჯრედებს ეძებენ, რომლებიც ოპერაციის შემდეგ შეიძლებოდა ორგანიზმში დარჩენილიყო.
"3-4 კვირის შემდეგ ლიმფოციტების კლონი ყალიბდება, რომელბსაც "კილერებს" უწოდებენ. ისინი კიბოს უჯრედებს "დამნაშავეებად" აღიქვამენ და მეტასტაზებს განვითრების საშუალებას აღარ აძლევენ. ამაშია ვაქცინის მუშაობის არსი", - აცხადებს მეცნიერი.
ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ვაქცინა მაშინაც ეფექტურია, როდესაც კიბოს უჯრედებს ქიმიოთერაპია ვერ კლავს. ონკოლოგიაში კი ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ვაქცინაცია უკვე 3000-მა უკრაინელმა გაიარა.ერთ-ერთი პაციენტი დარწმუნებულია, რომ კიბოს დაძლევაში მას ტრადიციული თერაპია და ეს ვაქცინა დაეხმარა.
უკრაინული ვაქცინა მსოფლიოს 22 ქვეყნის მეცნიერების მიერ შემუშავებულ ვაქცინებზე უფრო ეფექტურია. თუმცა ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო უკვე 7 წელია პრეპარატს ოფიციალურად ვერ არეგისტრირებს, ვინაიდან წარმოება არა საწარმოო, არამედ ლაბორატორიულია.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ეს ვაქცინა კიბოს მკურნალობის სტანდარტებში შეტანილი არ არის, რადგან მას ოფიციალური აღიარება არ გააჩნია.
მომზადებულია tsn.ua-ს მიხედვით.






















