ლიბიის ოპოზიციას შავკანიანთა გენოციდში ადანაშაულებენ. აფრიკული კავშირის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამბოხებულები ყველა შავკანიანს დაუნდობლად ხოცავენ.აფრიკული კავშირის თავმჯდომარე ჟან პინგი აცხადებს, რომ ამბოხებულები მუშა-მიგრანტებს დაქირავებული სამხედროებისგან არ ასხვავებენ და ყველას განურჩევლად უსწორდებიან.
ლიბიის არმიის უდიდესი ნაწილი ე.წ. "შავი ესკადრონისგან" შედგებოდა და ის აფრიკიდან დაქირავებული შავკანიანი მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული. "შავი ესკადრონი" დაპირისპირების დაწყების დღიდან ამბოხებულების წინააღმდეგ, კადაფის მხარეს იბრძოდა.
შავკანიანთა გენოციდის გამო აფრიკული კავშირი გარდამავალი ნაციონალური საბჭოს ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარს ამბობს.
"ოპოზიციონერებს შრომითი მიგრანტებიც კადაფის მომხრეებად მიაჩნიათ", - ამბობს პინგი და რევოლუციონერებს მეტი ყურადღების გამოჩენას სთხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამდენიმე დღეა ტრიპოლის ქუჩები სავსეა დაქირავებული შავკანიანი ჯარისკაცების გვამებით. უმრავლესობა ხელებშეკრულია და მათ დაკრძალვაზე არავინ ზრუნავს.
მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.






















