სირიის არმიამ ქალაქ დეირ ელ-ზორზე შეტევა დაიწყო, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. ქალაქში ამ დროისთვის 250 ტანკია შეყვანილი, რომლებაც რამდენიმე საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. სროლის ხმა კიდევ რამდენიმე რაიონში ისმის.ბრიტანული ტელერადიო კორპორაციის ცნობით, მცხოვრებლების უმეტესობამ ქალაქის დატოვება მოასწრო.
ოპოზიციის ცნობით, ზოგიერთმა ჯარისკაცმა დეზერტირობის გადაწყვეტილება მიიღო, რათა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არ ესროლონ.
ქალაქზე შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა, ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისგან თავი შეეკავებინა.
სირიის მთავრობას ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მოუწოდა.
"ინტერპრესნიუსი"






















