ინდოეთის სამხრეთით მდებარე ანდჰა-პრადეშის შტატში მსოფლიოში ყველაზე დიდი ურანის მარაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ატომური ენერგიის კომისიის თავმჯდომარე ს. ბანერჯიზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.ბენერჯის თქმით, ტუმალაპალეს რაიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დადასტურებული 49 000 ტ. მოცულობის რეზერვი არსებობს, ხოლო თუ ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს ციფრი, შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს. შესაბამისად, ეს მსოფლიოში ურანის ყველაზე დიდი რეზერვი იქნება.
ინდოეთი 175 000 ტ. მოცულობის ურანის მარაგს ფლობს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მინერალის ახალი რეზერვები ინდოეთის მზარდი ბირთვული ენერგეტიკული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი მაინც არ იქნება. ინდოეთი 30 წლის განმავლობაში 30 რეაქტორის შექმნასა და 2050 წლისთვის ელექტროენერგიის მეოთხედის ატომური ენერგეტიკის ხარჯზე მიღებას გეგმავს.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.






















