მოსკოვში სტალინის პირადი თარჯიმანი ვლადიმირ ეროფეევი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა, მწერალმა ვიქტორ ეროფეევმა განაცხადა, რომ ვლადიმირ ეროფეევი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
ვლადიმერ ეროფეევმა კარიერა 1942 წელს შვეიცარიაში საბჭოთა კავშირის მისიის თანამშრომლად დაიწყო. მოგვიანებით ის სტალინის ფრანგულენოვან თარჯიმნად დაინიშნა. ბოლო წლებში ის საფრანგეთში, სენეგალში, ავსტრიაში და გამბიაში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა.
ეროფეევს მოსკოვში, ვაგანკოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.






















