24 მაისი 2013 პარასკევი - 17:56
SMBიზნეს ამბები
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვალუტის კურსი
24/05/2013
USD
1
USD
1.6348
EUR
1
EUR
2.1077
RUB
100
RUB
5.1946
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. თბილისის ცენტრში, საუკეთესო, წყნარ ადგილას, მიწისპირი, რეესტრში...
1-ოთახიანი, 45 კვ.მ. დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული ბინა გარემონტებული,...
3.5-ოთახიანი, 85 კვ.მ. მზიანი ბინა მეტროდან 5-6 წუთის სავალზე! ლამაზი...
10:05 / 15-08-2012
ქეით მიდლტონის ბიძაშვილმა "ფლეიბოისთვის" გაიხადა
პრინცი უილიამის მეუღლის, ქეით მიდლტონის სტრიპტიზის მოცეკვავე ბიძაშვილმა, კატრინა დარლინგმა მამაკაცების ჟურნალ PlayBoy-სთვის გაიხადა.

როგორც ბრიტანული პრესა წერს, კატრინამ შიშველ ფოტოებში, ანაზღაურების სახით, 6 ნიშნა ჰონორარი აიღო. 22 წლის დარლინგი ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზეც მოხვდა.

დარლინგის საქმიანობის შესახებ მსოფლიომ გასულ წელს, პრინც უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას ქორწილამდე შეიტყო. მიდლტონი თავის საქმროსაც გამოუტყდა, რომ მისი ბიძაშვილი სტრიპტიზის მოცეკვავეა. მართალია, ქეითი მას არ იცნობს, თუმცა სამეფო ოჯახში შესვლამდე თავი დაიზღვია და მეუღლეს მისი ოჯახის ყველა საიდუმლო უამბო.

კატრინამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სტრიპტიზის ცეკვა მას სიამოვნებას ანიჭებს და ეს მხოლოდ გართობისთვის სჭირდება.

"უბრალოდ ვერთობი! მერე რა მოხდა, რომ პრინც უილიამის მეუღლის ბიძაშვილი ვარ? ქედმაღალ ინგლისელებს საკუთარ თავზე ქილიკი არ შეუძლიათ, მე კი შემიძლია. შეიძლება ქეითს ვერასდროს შევხვდე, მაგრამ მიხარია, რომ მისი ბედი ასე აეწყო!", - აღნიშნა კატრინა დარლინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კატრინა ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ის ბრიტანეთში დაბრუნებას არ გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გაშიშვლდა

იხილეთ ასევე: ქეით მიდლტონი საკუთარმა დამ შეარცხვინა
ქეით მიდლტონის ძმა გეი აღმოჩნდა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
ფოტოგალერეა
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
2004 27000$
1997 2900$
2002 6999$
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. თბილისის ცენტრში, საუკეთესო, წყნარ ადგილას, მიწისპირი, რეესტრში...
1-ოთახიანი, 45 კვ.მ. დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული ბინა გარემონტებული,...
3.5-ოთახიანი, 85 კვ.მ. მზიანი ბინა მეტროდან 5-6 წუთის სავალზე! ლამაზი...
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული...