ამერიკელმა მეცნიერებმა დაბერების პროცესისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების შემაფერხებელი ახალი გარემოებები აღმოაჩინეს. მედიკოსთა დასკვნით, კულინარიითა და მებაღეობით გატაცებულ ადამიანებს სიბერე და ხანდაზმულობით გამოწვეული დაავადებები ნაკლებად ემუქრებათ. ექიმები იქვე მიუთითებენ, რომ სამზარეულოსა და ეზოში ფუსფუსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, თუ 3-5 ადამიანის კამპანიაში იმყოფებით. დაკვირვება ხანდაზმულ ადამიანებზე ჩატარდა, რომლებსაც სიბერის დაავადებების დაწყებითი სტადია ან უკვე ჩამოყალიბებული ალცჰეიმერის დაავადება აღენიშნებოდათ. მათი ნაწილი ტრადიციული სამედიცინო მეთოდებით - ფიზიოთერაპიით ან წამლებით მკურნალობდა, ნაწილი კი რეგულარულად უვლიდა ბაღს და კულინარიით იყო დაკავებული.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ მებაღეობამ და კულინარიამ პაციენტებს უკეთესი ეფექტი მისცა, ვიდრე ტრადიციულმა მედიცინამ. ეს შედეგები მეხსიერების ტესტით შემოწმდა. ალცჰეიმერით დაავადებულ ადამიანებს კომუნიკაციის უნარები გაუუმჯობესდათ და ეს შედეგები 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდა. ალცჰეიმერით მხოლოდ აშშ-ში 1,5 მლნ ადამიანია დაავადებული. ამ ავადმყოფობას შეძენილ ჭკუასუსტობას უწოდებენ, რომელიც ადამიანს დამოუკიდებლად თავის მოვლის უნარს სრულებით აკარგვინებს და პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება.
ალცჰეიმერი, ძირითადად, 60 წლის შემდეგ ვლინდება და უკურნებელ სენად მიიჩნევა. მისი გამომწვევი მიზეზები დღემდე დაუდგენელია.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo






















