იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი პლაგიატში დაადანაშაულეს. იტალიელი რეპერი, ალესანდრო ალეოტი აცხადებს, რომ ბერლუსკონიმ მას სიმღერის ტექსტი მოპარა. ბერლუსკონიმ ახალი სიმღერა "თავისუფლების ხალხი" თავის პარტიის ჰიმნად გამოაცხადა და წაიტრაბახა, რომ მელოდია 3 საათში დაწერა. სიმღერას "თავისუფლების ხალხი" ეწოდება და მომავალი წლის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება.
ალესანდრო ალეოტი ამტკიცებს, რომ ბერლუსკონის ჰიმნი მის მიერ 10 წლის წინ დაწერილ სიმღერის ტექტის გამეორებაა და პოლიტიკოსს მორიგი სასამართლო პროცესით ემუქრება.
ბერლუსკონი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სექსუალური სკანდალებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო გადადგა, ამჟამად პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს და არჩევნებისთვის ემზადება.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.






















