23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 07:47
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:55 / 22-02-2012
სიტყვა "მადმუაზელი" ოფიციალური ფრანგულიდან ამოიღეს
სიტყვა "მადმუაზელს" ოფიციალური ფრანგული ენიდან ამოიღეს. შესაბამისი დადგენილება საფრანგეთის მთავრობამ ფემინისტების მოთხოვნით მიიღო.

დასაოჯახებელი ქალისადმი ამ ტრადიციულ მიმართვას, რომელსაც ინგლისურში "მის" და გერმანულში "ფროილაინ" ცვლის, გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი მოძრაობის აქტივისტები "ღირსების შეურაცხმყოფელ, სექსისტურ და დისკრიმინაციულ" მიმართვად აღიქვამენ. მის ნაცვლად, ფემინისტები სიტყვა "მადამის" გამოყენებას მოითხოვენ, რომელიც "მისიეს" (მიმართვა მამაკაცისადმი მისი ოჯახური სტატუსის განურჩევლად) ექვივალენტია და უფრო ნეიტრალურად მიიჩნევა.

მიმართვებიდან კიდევ ორ ტერმინს ამოიღებენ: სიტყვათა შეთანხმებას - "ქალიშვილობის გვარი", რომელსაც ფრანგი ფემინისტები "არქაულად" და "ქალიშვილობის დაკარგვის მიმანიშნებლად" მიიჩნევენ, შეიცვლება ფრაზით "დაბადების დროს მიღებული გვარი" (ოჯახის გვარი). სიტყვათა შეთანხმება "ქორწინების გვარი", რომელიც, როგორც ცირკულარშია მითითებული, "არასწორად ასახავს ქვრივებისა და განქორწინებულთა მდგომარეობას, რომლებმაც მეუღლის გვარი შეინარჩუნეს", შეიცვლება სიტყვათა შეთანხმებით "გამოყენებული გვარი".

საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ მიმართვა "მადმუაზელ" კომპლიმენტია, ვინაიდან გულისხმობს, რომ ქალი ახალგაზრდაა და სავარაუდოდ, თავისუფალი. თუმცა ფემინისტური ორგანიზაცია Osez le Feminisme-ის აქტივისტებმა ამ სიტყვის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს და აცხადებდნენ, რომ ეს სიტყვა ქალებს შეურაცხყოფს და მათ უფლებებს არღვევს.

"ეს კომპლიმენტი არ არის, როდესაც ქალს ეუბნები, რომ ის ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით პროფესიულ კონტექსტში. ეს ქალის პირად ცხოვრებაში ჩარევაა", - აღნიშნულია ორგანიზაციის საიტზე.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"