ადამიანები, რომლებიც მეუღლეებსა და საყვარლებს არ ენდობიან, ხშირად დეტექტივებში უამრავ თანხას ხარჯავენ, თუმცა ახალგაზრდა ბრიტანელი ჯეკ ნოვლისი დაგეხმარებათ, 300 გირვანქა სტერლინგად გაარკვიოთ, არის თუ არა თქვენი რჩეული პოტენციური მოღალატე. ეჭვიანი ქმრები ჯეკს ქირაობენ, რათა მან მანდილოსნებთან ფლირტი გააბას. შედეგი მარტივია: თუკი ქალი მას ფლირტში აჰყვება, დროა დაშორდეთ, თუ არა - მაშინ ეჭვიანობას ურთიერთობა აღარ დაანგრევინოთ.
ჯეკ ნოვლის 2009 წელს ვებსაიტიც გახსნა და კლიენტებიც მალე გამოჩნდნენ. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ იმდენად პოპულარული გახდა, რომ ინტერნეტი აღარ სჭირდებოდა. ამ პროფესიით მან 2 წლის განმავლობაში უამრავი თანხა დააგროვა. ამასთან, ძალიან ცოტა შემთხვევა იყო, როცა საქმე ლოგინამდე მივიდა.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.






















