საბჭოთა ავტომობილი "ლადა-1200" უნგრელი დიზაინერის ატილა ხორვატის ხელში ელეგანტურ ლიმუზინად იქცა.ავტომობილის სალონში ტყავის სავარძელი და მინი-ბარია, რაც მგზავრებს ცივი სასმელით ტკბობის საშუალებას აძლევს.
დიზაინერი საქმეს იუმორით მიუდგა - გადაკეთებულ სალონს ლენინის პორტრეტი "ამშვენებს", რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილი საბჭოთაა. სალონში ასევე არის ძველი თაობის ე.წ. ლამპიანი ტელევიზორი და რეტროს სტილის ფირსაკრავი.
მომზადებულია Kurier-ის მიხედვით.






















