ბრიტანეთის სამეფო კარის მცველები კრიმინალები აღმოჩნდნენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 4 წლის განმავლობაში სასახლის კარის გვარდიელები ძალადობის, ქურდობის, თაღლითობისა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს.დანაშაულში მხილებულ 465 გვარდიელს შორის დედოფალ ელისაბედისა და პრინც ჰარის მცველები არიან. 102 მათგანი ახლახან სამხედრო ციხეებში გამოამწყვდიეს.
337 გვარდიელი ძალადობრივი თავდასხმისთვის, 52 - ქურდობისთვის, 56 - ნარკოტიკების შენახვისთვის, 54 - ქონების განზრახ დაზიანებისთვის, 117 - საგზაო წესების დარღვევისთვის გაასამართლეს. სამეფო ოჯახის მცველები ძალადობრივი სექს-ორგიებისა და ჩხუბის გამოც დაუკავებიათ.
სასახლის კარის გვარდია 7 დანაყოფისგან შედგება, მათ მოვალეობებში ბუკინგემის სასახლისა და უაითჰოლის დაცვა შედის.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გვარდიელთა ქცევა მათი ავღანეთში ნახევარწლიანი სამსახურის შემდეგ გაუარესდა.
"პირად შემადგენლობაში საუკეთესოები მსახურობენ, ამ სტატისტიკამ ძალიან შეგვაშფოთა, კანონთან პრობლემები, შესაძლოა, მცველების მცირე ნაწილს ჰქონდეს",- ამტკიცებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით






















