თბილისს დიდი ბრიტანეთის წამყვანი პიარ-ექსპერტი სტიუარტ ბრიუსი ეწვევა

თბილისს დიდი ბრიტანეთის წამყვანი პიარ-ექსპერტი სტიუარტ ბრიუსი ეწვევა

22 მაისს, კომპანია Marketing House-ის ორგანიზებით თბილისს ეწვევა დიდი ბრიტანეთის წამყვანი პიარ-ექსპერტი, ევროპის პარლამენტის საკომუნიკაციო მრჩეველის კონსულტანტი და ტრენერი სტიუარტ ბრიუსი, რომელიც ქართული აუდიტორიისათვის ჩაატარებს მასტერკლასს ონლაინ პიარში. აღსანიშნავია, რომ სტუარტ ბრიუსი არის მსოფლიოში პირველი პროფესიონალი, რომელმაც 1997 წლიდან დაიწყო პიარის ონლაინ მიმართულების დანერგვა და განხორციელება, გარდა ამისა, გამოცემა PR Week PowerBook-ის მიხედვით, იგი შედის დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანი პიარ პერსონების 1%-ში, ხოლო მისი თანაავტორობით შექმნილი ბესთსელერი - The Social Media Handbook for PR Professionals - დიდი ხანია პიარ-სპეციალისტების სამაგიდო წიგნად იქცა.

სტიუარტ ბრიუსის კომპანიის კლიენტებს შორის არიან Sony Ericsson, Unilever, PayPal, United Nations, HSBC, First Direct, GlaxoSmithKline, Discovery Channel, Philips, SunGard and the NHS და სხვ.

სტიუარტ ბრიუსის მასტერკლასში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ქართული კომპანიებისა და საჯარო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

საკონტაქტო პირი:

ელენე გორდეევა Marketing House-ს აღმასრულებელი დირექტორი.

მობ: 593-37-31-28

e-mail: e.gordeeva@marketinghouse.ge

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო