23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 07:40
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:21 / 17-02-2012
ნათია ლაზაშვილსა და ნუგზარ ხავთასს ივანიშვილი საინფორმაციო გამოშვების წაყვანას სთავაზობს
ივანიშვილის ახალი ტელევიზია ძველი სახელწოდებით მაუწყებლობას მარტის დასაწყისიდან გეგმავს. "იგრიკას" "მეცხრე არხად" ნათლობის იდეა თავად ივანიშვილს ეკუთვნის და როგორც ამბობენ, საკადრო რესურსებსაც თავად წყვეტს და გადაცემის ლოგოებიც კი მასთან თანხმდება. სხვათა შორის, ანალოგიური აკვიატებები აწ განსვენებულ პატარკაციშვილსაც ახასიათებდა, თუმცა მას "ოერტეს" კეთების გამოცდილება ჰქონდა და მისთვის ტელევიზია კარგად ნაცნობი და მშობლიური სფერო იყო, თანაც "იმედი" 2001 წელს შეიქმნა და 2003 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. საწყის ეტაპზე კი, მისი კონსულტანტები იყვნენ ვლადიმერ პოზნერი, საკონსულტაციო კომპანია Quadrant Entertainment Group და Teleplan, ტელეიმედისა და საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე ცნობილი "ტელევიზიონშიკი" ვილჩეკი "პატრონობდა". ეს ისე, სხვათა შორის გავიხსენეთ, თორემ ბიძინა ივანიშვილსაც კი აქვს "მეცხრე არხის" მართვის გამოცდილება, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა და სხვა პოლიტიკური მოცემულობაც. ფაქტი ერთია, რომ ივანიშვილი ალბათ ყველაზე მეტად ნანობს, რომ დათმო "მეცხრე არხი" და ისიც იცის, რომ მხოლოდ "კავკასიისა" და "მაესტროს" იმედად ვერ იქნება. საკუთარი ტელევიზია უნდა შექმნას.

კულუარებში გარკვეული სახის ინფორმაციები უკვე გავრცელდა, ამიტომაც მკითხველს მისი გახსენებით აღარ გადავღლით, უბრალოდ, გაცნობებთ, უკვე გადაწყვეტილია, რომ პოლიტიკურ თოქ-შოუს "იმედის" დილის პროგრამის ყოფილი წამყვანი, გოგი ახალკაცი მოამზადებს. თოქ-შოუს ფორმატი კი აუდიტორიასა და სტუდიაში მოწვეულ სტუმრებზე იქნება გათვლილი. აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ გოგი ახალკაცი უნდა ყოფილიყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეიცვალა. რატომ "ჩააჩოჩეს" ახალკაცი, თავად "მეცხრე არხის" კულუარებში რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ახალკაცი მართლაც განიხილებოდა საინფორმაციო სამსახურის უფროსად, თუმცა შიდაგაურკვევლობისა და ინტრიგების გამო, ახალკაცს, როგორც ყოფილ "იმედელს" არ ენდნენ და არხის პოლიტიკის განმსაზღვრელად ისევ ტრიპოლსკი დატოვეს.

"ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვების წამყვანებად ნათია ლაზაშვილი და ნუგზარ ხავთასი განიხილებიან. არხის ხელმძღვანელობა მათთან ჯერ მხოლოდ დახურულ კონსულტაციებს აწარმოებს. ხავთასი ჯერ ტელეკომპანია "კავკასიაზე" მუშაობდა, შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ბოლოს კი ტელეკომპანია "რეალ ტვ"- ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახლდათ. ნათია ლაზაშვილის ოპოზიციასთან მეგობრობის ამბავი საყოველთაოდ ცნობილია, იგი გაერთიანებულ ოპოზიციაში ლევან გაჩეჩილაძის პრესსპიკერის ფუნქციასაც კი ითავსებდა, ხავთასის "რეალ ტვ"-დან წამოსვლას კი 26 მაისის აქციებს უკავშირებენ. თუმცა, რეალურად, არის თუ არა ეს მიზეზი - ჯერჯერობით, გაურკვეველია.

ლაზაშვილი-ხავთასის გარდა, საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ წამყვანად "იმედის" ყოფილი ტელე-წამყვანი, თამთა სანიკიძე განიხილება. მართალია, მან განაცხადა, რომ სწავლის გაგრძელებას ჰოლანდიაში აპირებს, მაგრამ პრესაში უკვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ სანიკიძეს საქმრო სთხოვს, რომელიც ივანიშვილის ახლობელი და ბიზნეს-პარტნიორია, გამორიცხული არაა, სანიკიძემ ბიზნესმენის ტელევიზიაში მუშაობა გადაწყვიტოს. ასევე ივანიშვილს საკუთარი ახალი ტელევიზიის ეთერში ეკა ბერიძის ხილვა სურს. ბერიძე ორწყალშუაა, თუმცა ამბობენ, რომ შუალედური გამოსავალი აქაც არსებობს და შესაძლებელია, ბერიძის მეუღლის ინტერნეტტელევიზია გახდეს სწორედ ის სტუდია, სადაც გადაცემები მომზადდება და "მაესტროსაც" მიეწოდება და "მეცხრე არხსაც". შალვა რამიშვილი კი, როგორც ამბობენ, ახალი ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთებას გეგმავს და ფინანსებს ელოდება. საბოლოოდ კი, ყველაფერს მაინც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, რომელიც ახალ ტელევიზიაში "იმედისა" და "რუსთავი 2"- ის ჩასაძირად დიდი ფულის ჩადებას აპირებს, თუმცა დრო აშკარად არ მუშაობს მასზე.

მაკა კალაძე
გაზეთი "ვერსია"

საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"