"პატრიარქმა სიყვარულით გამაფრთხილა, თავში არ აგივარდესო"

"პატრიარქმა სიყვარულით გამაფრთხილა, თავში არ აგივარდესო"

"ყველაზე მეტად ბატონი გია თურმე თვალებს აკვირდებოდა და როგორც მითხრა, ყველაზე მეტად ჩემმა თვალებმა დააინტერესა. ამბობს, რომ სიონის ეკლესიაში ხატზე გამოსახულ წმინდა ნინოს ვგავარ. ამას სხვებიც ამბობენ" - ამბობს ნიცა კაპანაძე, რომელმაც წმინდა ნინო უნდა განასახიეროს.

- რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, წმინდა ნინოს განსახიერება რომ მომიწევს. თავიდან უარი ვთქვი, რადგან შიშის გრძნობა დამეუფლა... ახლა ყველაფერი გაანალიზებული და გათვითცნობიერებული მაქვს...

- 4000 გოგონადან არჩევანი თქვენზე შეაჩერეს, ეს ალბათ დიდი პატივია...

- დიახ... რეჟისორი - გია კერესელიძე ორი წლის წინ ფარულ კასტინგს ატარებდა. მახსოვს, ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავდა და მეკითხებოდა, რატომ არ ვიღებდი მონაწილეობას. შემდეგ ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ - ლილიკო ელბაქიძემ შემთხვევით ნახა ფეისბუქში ჩემი ფოტოები და ბატონ გიას აჩვენა. მერე ლილიკო დამიკავშირდა და მითხრა, ბატონ გიას ძალიან მოეწონა შენი ფოტოები, იქნებ მოხვიდე და სინჯები ჩაწეროო... მე უარი ვთქვი, როგორც მოგახსენეთ პასუხისმგებლობის მეშინოდა. შემდეგ ლილიკომ კიდევ დამირეკა, მე ჯერ ჩემს მოძღვარს, მამაო ალექსის ვკიტხე, შემდეგ მამაო სერაფიმემ მომცა კურტხევა, რომლის გაზრდილიც ვარ ფაქტიურად...

- ალბათ რეჟისორმა გაგანდოთ თუ რამ გამოიწვია თქვენს მიმართ ასეთი ინტერესი?

- ყველაზე მეტად ბატონი გია თურმე თვალებს აკვირდებოდა და როგორც მითხრა ყველაზე მეტად ჩემმა თვალებმა დააინტერესა. ამბობს რომ სიონის ეკლესიაში ხატზე გამოსახულ წმინდა ნინოს ვგავარ. ამას სხვებიც ამბობენ... ბატონი გია მიყვებოდა, სიონის ეკლესიაში წმინდა ნინოს ხატთან ვლოცულობდი და ვთხოვდი - წმინდაო ნინო, გამომიგზავნე ის ადამიანი, ვინც შენ გსურსო... ორი წლის შემდეგ რომ დამინახა, სიხარულის ვერ მალავდა, ზურა ბეგალიშვილი კი, რომელიც ფილმში წარმართის როლს ასრულებს, ხშირად ამბობს, ნიცა რომ პირველად დავინახე, პირჯვარი გადავიწერეო...

- ჯერ მხოლოდ 16 წლის ხართ, ამ როლმა შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს, ამისთვის მზად ხართ?

- ვიცი, რთული იქნება, სხვანაირად მომიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს და მზად ვარ... ისიც მესმის, რომ გადაღების პროცესიც ურთულესია, მაგრამ ფილმის გამოსვლას რა სიხარულიც ახლავს, ესეც წარმომიდგენია. ძალიან გვერდში მიდგას ჩემი მოძღვარი და მეუფე სერაფიმე, ალბათ ისინიც მაძლევენ ძალას რომ გავუძლო ამ ყველაფერს. დიდი შემართებით ვარ, გადაწყვეტილი მაქვს, ფილმში რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, თავდადებით და კარგად შევასრულო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება