უიტნი ჰიუსტონის ნათესავები აცხადებენ, რომ მომღერალი მოკლეს

უიტნი ჰიუსტონის ნათესავები აცხადებენ, რომ მომღერალი მოკლეს

უიტნი ჰიუსტონის ნათესავებმა ჰიუსტონის გარდაცვალების საქმეზე მომუშავე გამომძიებელს განუცხადეს, რომ მომღერალი მოკლეს.

ინტერნეტ-გამოცემა tmz.com დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიებას ხშირად მიმართავენ ადამიანები, რომლებიც თავს ჰიუსტონის ან მისი ყოფილი მეუღლის, ბობი ბრაუნის ნათესავებად ასაღებენ. ისინი აცხადებენ, რომ ჰიუსტონი მოკლეს.

წყაროს თქმით, პოპ-ვარსკვლავის სავარაუდო მკვლელი მისი ნათესავია, თუმცა, ის ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას ვერ ახერხებს. ამასთან, სამართალდამცავებს ამჟამად არ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ მომღერლის სიკვდილი გარე ფაქტორებმა გამოიწვია.

პარალელურად, ჰიუსტონის ოჯახი მომღერლის ქალიშვილს - ბობი კრისტინას ედავება და ცდილობს მას გარდაცვლილი დედის მილიარდიანი მემკვიდრეობა წაართვას. 19 წლის კრისტინა დედის ერთადერთი მემკვიდრეა.

ბობი კრისტინა მემკვიდრეობით 1,6 მლრდ დოლარს მიიღებს. გარდაცვლილი ვარსკვლავის ნათესავები ცდილობენ, გოგონას ამ უზარმაზარ თანხაზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდონ - ისინი შიშობენ, რომ ბობი, რომელიც რთულად აღსაზრდელი მოზარდია, დედის ფულს ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში გაფლანგავს.

ჰიუსტონი ბევერლი ჰილზში მდებარე სასტუმრო Beverly Hilton-ის ერთ-ერთ ნომერში 12 თებერვალს გარდაიცვალა. ჰიუსტონი 48 წლის იყო, ის ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. მომღერლის სიკვდილის მიზეზების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება