რადიო "აფხაზეთის ხმის" გადაცემა "ცოტა ყავა და ბევრი ჭორის" წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე ტელეგადაცემა "დღის შოუს" წამყვან ია ფარულავას ღირსების შემლახველი განცხადებისთვის სასამართლოში უჩივის. როგორც ”ამბები.გე”-სთან საუბარში ნაზღაიძემ აღნიშნა, რადიო "აფხაზეთის ხმის" პირდაპირ ეთერში ნუკი კოშკელიშვილთან ერთად უძღვება გადაცემას, სადაც კვირის განმავლობაში თბილისურ ამბებსა და ჭორებს სტუმრებთან ერთად განიხილავს.
ერთ-ერთ გადაცემაში ანრი ჯოხაძის, ნინო ჩხეიძის და ია ფარულავას შესახებ იყო საუბარი და მათი დაპირისპირების თემა განიხილებოდა. სატელეფონო ჩართვა განხორციელდა ია ფარულავასთან, რომელმაც ნაზღაიძის ორიენტაცია და წარსული ეჭვქვეშ დააყენა.
”მე მის სიტყვებს ვერ გავიმეორებ, მაგრამ ის შეეხო ჩემს ცხოვრებას და წარსულს. თითქოს, მე დღემდე ჩემი უკანალის ქნევით მოვსულვარ. 3 სამსახური მაქვს და ყველგან ჩემი შრომით მივაღწიე ყველაფერს. ეს ჩემი ღირსების შემლახავი განცხადებაა და ამაზე ფარულავამ პასუხი უნდა აგოს”, - განაცხადა ნაზღაიძემ ”ამბები.გე”-სთან საუბარში.გიორგი ნაზღაიძე ადვოკატ იასონ ბესელიასთან ერთად სარჩელს უკვე ამზადებს.
"ადვოკატი უკვე მყავს, ფარულავამ პასუხი უნდა აგოს თავის ნათქვამზე და როგორც მომაყენა პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა, ასევე პირდაპირ ეთერში უნდა მომიხადოს ბოდიში. მე ფულად კომპენსაციასაც მოვითხოვ და ეს თანხა პატარა არ იქნება. ამით ყველას ვაჩვენებ, რომ სხვის პირად ცხოვრებას არ უნდა შეეხონ და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ", - ამბობს ნაზღაიძემ.
ნაზღაიძე მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოთხოვნილი თანხის ოდენობას არ ასახელებს.
იხილეთ ვიდეო
გიორგი ბერიძე






















