23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 07:29
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:28 / 26-01-2012
არჩილ სოლოღაშვილი - "ცოლს მეტჯერ აღარ შევირთავ"
მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა "რუსთავი 2"-ის რეპორტიორი - ნუცა ქავთარაძე შეირთო ცოლად. თაფლობის თვის გატარებას წყვილი შარმ-ელ-შეიხში აპირებს: ეგვიპტეში 10-დღიანი საგზურით ახალდაქორწინებულები ტელეკომპანიამ დაასაჩუქრა. სავარაუდოდ, თებერვალში, "შუადღის" წამყვანებს მუშაობა აჩიკო სოლოღაშვილის გარეშე მოუწევთ. "იმედია, მაპატიებენ. ცოლს მეტჯერ აღარ შევირთავ", - ღიმილით აღნიშნა აჩიკომ. ყვარლის ტბაზე გატარებული საქორწინო უიკ-ენდის შემდეგ ახალშეუღლებული წყვილი ჯერჯერობით ისევ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა...

აჩიკო სოლოღაშვილი:

- ჯვარი მამა დავითმა ლურჯ მონასტერში დაგვწერა. ჯვრისწერის მერე, ყვარლის ტბაზე გავემგზავრეთ, სადაც სამსახურის გამო, მხოლოდ 2 დღე გავატარეთ, მეტი - ვერა...

- ნუცას კაბა ჯვრისწერამდე ნახე?
- არა. უბრალოდ, კაბის ესკიზის შექმნას ვესწრებოდი. ქსოვილის ფერიც არ ვიცოდი. საბოლოო სახით, ნუცას კაბა ჯვრისწერის დღეს ვნახე...

- გარდა იმისა, რომ ნუცა "რუსთავი 2"-ის რეპორტიორია, მასზე კიდევ რისი თქმა შეგიძლია?
- ძალიან კარგი გოგონაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლეა. გული მწყდება - ჩემს ცხოვრებაში აქამდე რომ არ გამოჩნდა. მიმაჩნია, რომ ამის გამო ბევრი დავკარგე... ნუცა ძალიან ჭკვიანი, ლამაზია... ერთადერთია!..

- რამდენი ხანია, რაც რომანი გაქვთ?
- დაახლოებით 6-7 თვე. ნუცას მანამდეც ვიცნობდი. ზაფხულმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

- ზაფხული ერთად გაატარეთ?

- ბათუმში "ქეთო და კოტეს" რეპეტიციები მქონდა. იმ პერიოდში ნუცა შვებულებაში იყო - ქობულეთში ისვენებდა. მის სანახავად ქობულეთში მივდიოდი ხოლმე. გამოდის, რომ ზაფხული მაინც ერთად გავატარეთ.

- როგორც ვიცი, ნუცა გოგი ქავთარაძის შვილიშვილია. ბატონმა გოგიმ სიძედ როგორ მიგიღო? თავის დროზე, შენი მასწავლებელიც ხომ არ იყო?

- არა, ბატონი გოგი ჩემი მასწავლებელი არ ყოფილა. ჩემი და ნუცას ურთიერთობის საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონია...

- ნუცასთან ურთიერთობისას "შუადღის" სამეგობრო როგორ გგულშემატკივრობდა?
- ეს არაჩვეულებრივი ადამიანები მთელი ცხოვრება გვერდით მეყოლებიან! ყველა თავისებურად მგულშემატკივრობდა. პროდიუსერები, წამყვანები, თანაწამყვანები... - ყველანი მხარში მედგნენ.

- შენი რომანის შესახებ პირველმა ვინ შეიტყო?

- ყველას ერთად გამოვუტყდი. ჩვენს სამეგობროში "ცალ-ცალკე საიდუმლოებები" არ არსებობს. როცა გრძნობაში კარგად გავერკვიე, მეგობრებს გავუმხილე.

- აჩიკო, უკვე დაოჯახებული ხარ. მეუღლის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

- ვერ ვგრძნობ, რომ მეუღლე მყავს! უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ! გვერდით ის ადამიანი მყავს, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას სიამოვნებით გავატარებ!..

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"